„ჩვენთვის სერიოზული გამოცდა იქნება საზღვრიდან 5 კილომეტრში, სოფელ რუხში აშენებული მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრი. რომლის მშენებლობაც საქართველოს ხელისუფლებისგან ფინანსდება. ეს პროექტი ფაქტირად ჩვენი მაცხოვრებლების და მოქალაქეებისთვის განხორციელდა. თუ ისინი ასე წუხან გალის რაიონის მაცხოვრებლების ბედზე, რატომ არ ააშენეს მსგავი საავადმყოფო გალში? რატომ უნდა გადაკვეთონ გალელებმა ენგურის საზღვარი“- განაცხადა ნადარაიამ.
ნადარაიას თქმით, ამ ცენტრის გახსნის მთავრი დანიშნულება მკურნალობასთან ერთად პროპაგანდისტული მუშაობაა. როგორც გალის დე ფაქტო მმართველი იძახის სპეცსამსახურების მხრიდან იმ ადამიანების „დავერბოვკება“ მოხდება, ვინც აფხაზეთის ტერიტორიიდან სამკურნალოდ რუხში გადავა.
„ვიმედოვნებ, ჩვენი შსს ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ზომებს მიიღებენ“- აღნიშნა ნადარაიამ. ნადარაიას თქმით აუცილებელია უცხოელი მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედება მოხდეს და ამასთანავე საქართველოსთან ე.წ საზღვრის სრული ჩაკეტვასაც არ გამორიცხავს, იმ შემთხვევაში თუ საქართველო სამედიცინო სფეროს პროპაგანდის მიზნით გამოყენებას გააგრძელებს.
მასალის გამოყენების პირობები






