ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შექმნილი სიტუაცია ხელსაყრელი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის.
„კითხვები არსებობს გადაწყვეტილებასთან დაკავშირბეით და ამას პასუხი უნდა გაეცეს. ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე არსებობს კითხვები, უნდა შეეყვანა თუ არა დროებითი მმართველები ტელეკომპანიაში. ვერც „ნაციონალური მოძრაოის“ წევრები და ვერც თქვენ ვერ მეტყვით, რომ მოსამართლემ კონსტიტუცია დაარღვია და კანონის ფარგლებიდან გავიდა. საზღვარგარეთ ამის პრაქტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე - ჩვენთან. ამიტომ თუ ეჭვი გვეპარება ურთმელიძის გადაწყვეტილებაში, ამაზე პასუხი სასამართლომ უნდა გასცეს. ამავდროულად აქ არის მეორე საკითხი - რა ვუყოთ დვალს, აქიმიძეს და ხალვაშს? პროცესებში მთავრობა ვერ ჩაერეოდა. მათ აქვთ უფლება იდაონ საკუთრებაზე, რომელიც წაგლიჯეს. პოლიტიკურად, მთავრობაში არავინ არის ბრიყვი და მითუმეტეს, როდესაც ჩემზე მიანიშნებენ, ამის ჭკუა არ მყოფნიდა, რომ ასეთი კოზირი გადამეგდო მათთვის. ვგულისხმობ, დროებითი მმართველის დანიშვნას. არ იფიქროთ, სასამართლოს ვაკნინებ. პოლიტიკურად გადაწყვეტილება წამგებიანი იყო, მაგრამ არავინ იფიქროს, რომ ურთმელიძემ კონსტიტუცია დაარღვია“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






