„აჟიოტაჟი არის ძალიან დიდი, მაგრამ მოსახლეობას შევახსენებ რეალობას. დვალი და ხალვაში ბრძოლობენ წართმეულ ქონებაზე, მეორე მხარეს არის გვარამია და ნაციონალური მოძრაობა მეპატრონეები - ყარამანიშვილები ბოლოს მოქოქეს, მაგრამ მაინც ვერ მოქოქეს. კარაგად ჩანს, რაც ხდება და როგორც ხდება.. პარალელურად დავა მიდის „მაესტროშიც“, რატომღაც ესეთი აჟიოტაჟი არაა. პატარა ექსკურს გავაკეთებ და შევახსენებ საზოგადოებას, რომ დვალი და აქიმიძე არიან დამფუძნებლები ამ ტელევიზიის, მათ მოექცნენ ძალიან უხეშად და წაართვეს ტელევიზია, შემდგომ ხალვაშსაც წაართვეს არამარტო ტელევიზია, არამედ მას დაუწვეს ყველაფერი და კაცმა გაასწრო საზღვარგარეთ. გავიხსენოთ რა კავშირი აქვს გვარამიას რ2-თან ის გახლდათ მთავარი პროკურორის მოადგილე და ა.შ. ეს იცის ჩვენმა საზოგადოებამ, მაგრამ საჭიროა პროცესების ანალიზი ღრმად გავაკეთოთ. პირობითად რუსთავი 2-თან დაკავშირებით საზოგადოება 2 ნაწილად არის გახლეჩილი. არსებობენ ადამიანები, რომელიც არცერთს ემხრობიან, მაგრამ მათი რაოდენობა მცირეა. ძალინ დიდი ნაწილი საზოგადოების არის აღშფოთებული ამ ცინიზმის პიკით, რომ ნაციონალური მოძრაობა დღეს გამოდის და ის, რაც ხდება და როგორც უნდა ხდებოდეს პროცესი სასამართლოში, მოახერხეს და გადმოიტანეს და წაიყვანეს სხვა მიმართულებით ეს თემა, რომ ეს არის თავისუფალი სიტყვის დაცვა. გვარამია გახლავთ ეტალონი ამის და რუსთავი 2-მა თუ მესაკუთრე შეიცვალა და ეს არ იქნება, პირობითად რომ ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობა, თუ მათ არ მართეს ეს ტელევიზია საქართველოს საშინელება ემუქრება, თავისუფალი სიტყვის და მედიის ზღვარი გადის აქ" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






