როგორც შეხვედრიდან გამოსულმა გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა - ლაშა ტუღუშმა განაცხადა, მოგერინი რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებით და რუსეთის გავლენით განსაკუთრებულად დაინტერესდა.
მოგერინისა და არასამთავრობოების რუსულ გავლენაზე საუბრის ფონზე თავდაცვის მინისტრმა - თინა ხიდაშელმა მოშიმშილე ირმა ინაშვილს უპასუხა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს, რუსებს მის თანამდებობასთან დაკავშირებით პრობლემა აქვთ.
კითხვვაზე, მიიჩნევს თუ არა ის „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს - ირმა ინაშვილს რუსეთის ინტერესების გამტარებლად ხიდაშელმა განაცხადა:
„ვიცი, რომ პირველი დღიდან, რაც მე თავდაცვის მინისტრი გავხდი, რუსებს საქართველოში პრობლემა აქვთ ჩემს თავდაცვის მინისტრობასთან დაკავშირებით. ამიტომ ვერაფერს განსაკუთრებულს და ახალს ვერ ვხედავ ამაში“, - განაცხადა ხიდაშელმა.
ინაშვილის მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენება, თავდაცვის მინისტრის მაღალჩინოსანმა მეუღლემაც შეაფასა.
პარლამენტის თავმჯდომარე ინაშვილს ურჩევს „სათქმელი სხვა გზებით გამოხატოს“ - „რომ ვთვლიდე, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ ამას თავად ვიტყოდი“- თქვა მან.
„ნიუპოსტმა“ აღნიშნული შეფასებების კომენტირება თავად ირმა ინაშვილს სთხოვა.
"პატრიოტთა ალიანსის" საგარეჯოს მაჟორიტარობის ყოფილი კანდიოდატი თავადაცვის მინისტრს „არჩევნების მთავარ“ გამყალბებელს უწოდებს.
ინაშვილი არ გამორიცხავს რომ თინა ხიდაშელი რუსეთის ინტერესების გამტარებელი თავად იყოს.
„ძალიან კარგად გვახსოვს რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილისა და რუსეთის საელჩოს წარმომადგენლის სატელეფონო ჩანაწერი. დაზვერვის მიმართულების კურატორს ბერძენიშვილი „აჩოტებს“ აბარებდა და ელაქუცებოდა მას. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი და დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარე სამხედრო სამსახურს იხდიდა რუსეთში, ერთობა ეს კავშირები დღესაც შენარჩუნებულია რუსეთის სპეცსამსახურებთან. კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანებული უსუფაშვილიც გვახსოვს. ეს ის უსუფაშვილია, რომელსაც პირდაპირ ეთერში სოზარ სუბარმა გაახსენა ფაქტი, როდესაც ის არჩევნების დაფინანსებაზე ესაუბრებოდა რუსეთს. ამიტომ რუსეთუმეები კარგად მოიკითხონ რესპუბლიკელებმა საკუთარ ლიდერებში. სულ არ გამიკვირდება, რომ თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი ასრულებდეს რუსეთის დავალებებს. ძალიან სასაცილოები არიან „რესპუბლიკელები“- რა შუაშია, ამერიკა მოგერინი საგარეჯოს არჩევნების გაყალბაში? მე ხიადაშელს და აგულაშვილს ვადანაშაულებ არჩევნების გაყალბებაში. გამყალბებელია თავადცვის მინისტი - ქალბატონი თინათინი“- აღნიშნა ირამა ინაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დავით ბერძენიშვილის განცხადებაც შეაფასა, რომლის მიხედვით, „ინაშვილის პარლამენტში არშესვლით ევრაზიული ხვრელი ამოიქოლა“.
„ეგ მართლა ხვრელი... დღეიდან მას ეს სახელი შევარქვი, იმიტომ რომ პოლიტიკური ხვრელია. რეებს ბედავს, დადონ ჩემი რუსეთთან კავშირის დამადასტურებელი ფაქტები“ - დასძინა ინაშვილმა.
ცნობისთვის, "პატრიოტთა ალიანსი" თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის გადადგომის, ასევე საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნით შიმშილობის აქციას მართავს.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






