როგორც ხიდაშელი ამბობს, ორივე გადაწყვეტილება ჩუმად და მხარეების გარეშე მოხდა.
„სამარცხვინო ფორმებით მოხდა ორივე გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილებები ჩუმად და მხარეების გარეშე იყო მიღებული. ეს არასწორია და არ ემსახურება არავითარ პროგრესს. როგორც საქალაქო სასამართლოს მიერ, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ორივე შემთხვევაში ერთნაირად არასწორად, არაგამჭვირვალედ და უფლებამოსილების გადაცილებით მოხდა გადაწყვეტილების მიღება. კანონის მიხედვით, როგორც ურთმელიძე არის აბსოლუტურად პირნათელი კანონის წინაშე, ასევე აბსოლუტურად პირნათელნი არიან ისინიც, მაგრამ იმიტომ წერია კანონმდებლობასა და კონსტიტუციაში, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს კანონის და შინაგანი რწმენის საფუძველზეო, რომ ის შინაგანი რწმენა უნდა ჩამოგიყალიბდეს მათ შორის იქიდან გამომდინარეც, რომ 2015 წელია, საქართველოა და დემოკრატიული ქვეყანაა“, - აღნიშნა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






