"იქნებ პრობლემები სხვანაირად მოვაგვაროთ"- უსუფაშვილი ირმა ინაშვილის შიმშილობის აქციას გამოეხმაურა
პოლიტიკა - 12:18, 10 Nov, 2015     1390
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე "პატრიოტთა ალიანსის" მიერ დაწყებულ შიმშილობის აქციის გამოეხმაურა. უსუფაშვილის ალიანსის წევრებს ურჩევს სათქმელი სხვა გზით გამოხატონ. მისი თქმით საკითხი საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა უნდა განიხილონ.

"თუკი წაგებული მხარე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მას უნდა მოვუსმინოთ, უნდა შევხედოთ, რა არგუმენტებია. ეს საკითხი საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა უნდა განიხილონ, მაგრამ ამასობაში, მე ახლა ვილაპარაკო, რომ არა არ გაყალბდა... რომ ვთვლიდე, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ ამას თავად ვიტყოდი. შეიძლება არ მეშიმშილა, მაგრამ პოზიცია სხვანაირად გამომეხატა. დამკვირვებლები იმიტომ არსებობენ, რომ ასეთ დროს, მათ თავისი აზრი თქვან და ჩვენც მათ უნდა დავუჯეროთ, ვიდრე მეტი ყურადღება გამარჯვებულ-დამარცხებული მხარეების კომენტარებს მივაქციოთ. ზოგადად, ვისურვებდი, რომ საქმე ასეთ პროტესტის ფორმებამდე არ მივიდეს, რადგან ეს მარტივი თემა არ არის. სამწუხაროდ, ქვეყანაში შიმშილობის ბევრი ტალღა და ამასთან დაკავშირებული ემოციები გვახსოვს. ვთხოვ კოლეგებს, მათგან ბევრს ძალიან ახლოს ვიცნობ, იქნებ სხვა გზებითაც მოხერხდეს იმავეს თქმა და არა შიმშილობით, რომლის გამოცდილებაც გვაქვს და აღარ მინდა, რომ ეს გამოცდილება გაგრძელდეს. იქნებ პრობლემები სხვანაირად მოვაგვაროთ", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ საგარეჯოში შუალედური არჩევნების შედეგები გააყალბა და ირმა ინაშვილის ნაცვლად გამარჯვება თამარ ხიდაშელმა მოიპოვა. პარტიის წევრები მინისტრებს, თინათინ ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს არჩევნებში ჩარევის გამო ადანაშაულებენ და მათი გადაგდომის მოთხოვნით უკვე მეორე დღეა შიმშილობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42