"დედა ნამდვილად დედაა, ცოლი ნამდვილად ცოლია, თანამშრომელი ნამდვილად თანამშრომელია - მე ამას ვადასტურებ. ამასობაში თუ თქვენ მიუთითებთ დამატებით საფუძვლებზე, რომ მოსამართლეებს შეიძლება კიდევ სხვა პრობლემები ჰქონდეთ და მიკერძოებულობა ეჭვქვეშ იდგეს, ორმაგი საფუძველი ყოფილა იმისა, რომ ეს საქმე სხვამ განიხილოს.
პარლამენტი არის მხარე სასამართლო პროცესში. ამიტომ, ეს პოზიცია ამა თუ იმ მოსამართლის მიკერძოება-მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აღქმული, როგორც პარლამენტის პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით," - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტი „რუსთავი2“-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს 2 მოსამართლის აცილებას ითხოვს. მაია კოპალეიშვილის და კონსტანტინე ვარძელაშვილის აცილების მიზეზად წარსულში მათი ნიკა გვარამიასთან თანამშრომლობა სახელდება. ამასთანავე გავრცელებული ინფორმაციით მაია კოპალეიშვილი გარკვეული პერიოდი დავით უსუფაშვილის თანამშრომელიც იყო.
მასალის გამოყენების პირობები






