პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.
სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა გენდერული თანასწორობის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია.
"მოგეხსენებათ, რომ ქალების და კაცების თანასწორობა, ჩვენთვის არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. პირადად მე ამ ტრადიციებით გავიზარდე. თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომლის ყველაზე დიდმა მოაზროვნემ, ჯერ კიდევ მე-12 საკუნეში, თქვა რომ ქალი და კაცი თანასწორია. ამიტომ ჩემთვის მტკივნეულია ქალების მიმართი დისკრიმინაცია და ძალადობა, რომელსაც ვაწყდებით მთელ მსოფლიოში. არ არსებობს გარემოება, რომლითაც ამის გამართლება შეიძლება. ამიტომ ყველა თანასწორობის მხარეს უნდა ვიდგეთ, რათა ყველა ადამიანს მიეცეს თანაბარი განვითარების შესაძლებლობა. ძნელი წარმოსადგენია ჩემთვის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც გაეროს მხოლოდ წლევანდელი მონაცემებით 39 მილიონ გოგონას სასკოლო განათლების მიღების საშუალება არ მიეცა. მოდით დავფიქრდეთ, რამ გამოიწვია, რომ სმოფლიოში ღარიბი მოსახლეობის 70 % არის ქალი. როგორ უნდა ვიცხოვროთ ისეთ სამყაროში, სადაც ყოველი სამი ქალიდან ერთი განიცდის ძალადობას გენდერული ნიშნით," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






