გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 21:05, 09 Nov, 2015     1300

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მარინა კალიურანდს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პროგრესს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით და ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობას.

როგორც სახელმწიფო მეთაურთან შეხვედრისას მარინა კალიურანდმა აღნიშნა, ესტონეთი იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კომისია ოპტიმისტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს მოსახლეობას ძალიან მალე შეეძლება ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო გადაადგილება. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების საკითხიც იყო.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერისათვის. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42