საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უზენაეს სასამართლოს ყველაზე პრინციპული და „გაუტეხელი“ ხელმძღვანელი ჰყავს.
ამის შესახებ მარგველაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ მიღებაზე განაცხადა. მისი თქმით, ნინო გვენეტაძე არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან გარიგებაში არ შესულა.
„დღეს ქართული დემოკრატიის მშენებლობაში, ჩვენ შევძელით და ვიპოვეთ ყველაზე პრინციპული, კვალიფიციური და გაუტეხელი ქალბატონი. ის წლების განმავლობაში იყო ამ სისტემაში და არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან გარიგებაში არ შესულა. ის დღეს ამაყად ხელმძღვანელობს უზენაეს სასამართლოს. ამაყი ვარ, რომ ასეთი ძლიერი ქალბატონის მოძებნა შევძელით“, - განაცხადა პრეზიდენტმა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა.
მასალის გამოყენების პირობები






