ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
პოლიტიკა - 20:24, 09 Nov, 2015     1189

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარინა კალიურანდთან შეხვედრა გამართა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ესტონელი მეგობრები, ყოველი ვიზიტისას, ქართულ მხარეს საჭირო რჩევებს და რეკომენდაციებს აძლევენ. თავის მხრივ, მარინა კალიურანდმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ესტონეთს შორის ორმხრივი ურთიერთობა ძალიან მეგობრული და პროდუქტიულია.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, საქართველო ვიზალიბერალიზაციის პროცესს წარმატებულად ახორციელებს.

„ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას“,- აღნიშნა მარინა კალიურანდმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვარაუდით, წლის ბოლოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესში წარმატებულ შედეგს უნდა ველოდოთ. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია არსებითი ნაბიჯების გადადგმა ნატოში ინტეგრაციის მიმართულებითაც, რის პასუხადაც, მარინა კალიურანდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ძლიერი და საიმედო პარტნიორია ნატოს წევრი ქვეყნებისთვის და ალიანსი ამას ძალიან აფასებს. მისივე შეფასებით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა „აღმოსავლეთ პარტნორობის“ ფორმატში და ამ სტატუსის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას, დავით უსუფაშვილთან ერთად, თედო ჯაფარიძე, ლევან ბერძენიშვილი, გიორგი წერეთელი და ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42