საქართველოს არც აქვს და არც ექნება სამხედრო თანამშრომლობა ოკუპანტ სახელმწიფოსთან - ხიდაშელი
პოლიტიკა - 18:16, 09 Nov, 2015     1189

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის თვალსაზრისით საქართველოს მთავრობა ხელისუფლებაში მოსვლის დროს დადებულ პირობას პირნათლად ასრულებს და მოცემულ პოლიტიკურ რეალობაში, „ნორმალიზაციის ნიშნები“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან უნდა მოდიოდეს. თინათინ ხიდაშელმა რუსეთთან ურთიერთობის თემაზე საერთაშორისო ინტერნეტპორტალ "ევრო დიალოგი XXI"-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ჩვენი პოლიტიკა არ არის კონფრონტაციული და ორიენტირებულია ქვეყნის ეროვნული ინტერესების მშვიდობიანი გზით უზრუნველყოფისკენ. მთავრობას, ურთიერთობების ნორმალიზებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს. საპასუხოდ კი, მივიღეთ მცოცავი ოკუპაცია და საქართველოს მოქალაქეების გატაცებები ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. 2015 წლის პირველ კვარტალში 23 ასეთი შემთხვევა გამოვლინდა. მიმდინარე წელს რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. ზოგადად, ძნელად წარმომიდგენია ქვეყანასთან ურთიერთობების ნორმალიზება იმ ვითარებაში, როცა მას შენი ქვეყნის ტერიტორიაზე ორი საელჩო აქვს გახსნილი, 8000-მდე ჯარისკაცი და მძიმე შეიარაღება კი მუდმივ მზადყოფნაში ჰყავს. ამ პირობებში საქართველოს არ აქვს და არც ექნება რაიმე ტიპის სამხედრო თანამშრომლობა ოკუპანტ სახელმწიფოსთან“,- აცხადებს თინათინ ხიდაშელი და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას ლეგიტიმაციის უფლება არ უნდა მისცეს და რისკის ქვეშ არ დააყენოს ევროპის უსაფრთხოება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42