არა მგონია ვინმეს სჯეროდეს, რომ სასამართლო მიუკერძოებელია- მიტჩელი
პოლიტიკა - 16:35, 09 Nov, 2015     1230
საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან, კერძოდ კი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით "ამერიკის ხმა" ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს, საქართველოს თემატიკაზე მომუშავე ანალიტიკოსსა და წარსულში, "ქართული ოცნების" მრჩეველს ლინკოლნ მიტჩელს ესაუბრა.

მიტჩელი აცხადებს, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები მიუღებელი და შემაშფოთებელია:

"საქართველოში მედიის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ ქმედება ნამდვილად შემაშფოთებელია. არა ყოველთვის პროდუქტიული და აკურატული, თუმცა ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში მნიშვნელოვანი ხმის-რუსთავი 2-ის დადუმება მიუღებელია. მედია გამჭვირვალობა სწორედაც რომ არის არამხოლოდ დემოკრატიული პროცესების მთავარი საზომი, არამედ დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებისთვისაც მნიშვნელოვანია, ის ჩვენი პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ამის გარეშე საქართველო ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდება და ქვეყანას დიდ პრობლემებს შეუქმნის. ეს ერთი საკითხია.

მეორე: ისეთი ტიპის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც მუდმივად დგას კანონის უზენაესობის პრობლემა და სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ კითხვები ჩნდება, ბუნებრივია, ამ კონკრეტულ სასამართლო გადაწყევტილებაზეც გაჩნდება კითხვები. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ იცით, ეს სასამართლოა და ეს მისი გადაწყვეტილებაა, თუმცა არა მგონია ვინმეს ბოლომდე სჯეროდეს ამის. იმის გათვალისწინებით ან მას მერე, რაც ხელისუფლებას უთქვამს მედიასთან დაკაშირებით, ისევე როგორც კონკრეტულად, რუსთავი 2-ის შესახებ, რთულია რომ ვინმემ დაიჯეროს, რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლომ დამოუკიდებლად მიიღო და რომ არ იყო რაიმე ტიპის ზეწოლა პრემიერისგან ან ყოფილი პრემიერისგან. ეს ძალიან პრობლემატური იქნება საქართველოსთვის. რათქმაუნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება დიქტატურას ამყარებს, ან ნაციონალების მსგავსები არიან და მათსავით ცუდად იქცევიან. ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა იმ პირობით, რომ დემოკრატიული პროცესების განვითარებას შეუწყობდა ხელს. ამიტომ, ეს ძალა უნდა დარჩეს ხელისუფლებაში და გააგრძელოს ეს საქმე.

რომ წარმოიდგინოთ: ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის ან ქართული ოცნების რომელიმე ლიდერის ადგილას თავი, როცა რუსთავი 2-ს მუდმივად მოაქვს იერიში, გაღიზიანებთ და თქვენ ამას ხსნით იმით, რომ ეს ტელეკომპანია არის ნაციონალური მოძრაობის რუპორი, რომელსაც ქართული ოცნება ვერ აკონტროლებს თუმცა ამ არხს დიდი ძალაუფლება არ გააჩნია, ამ სიტუაციაში, რუსთავი 2-ის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებების გატარება ხელისუფლების მიმართ უფრო ზრდის მხარდამჭერთა რაოდენობას. ეს ჩემთვის ამოუცნობი კროსვორდია. ამით უარესი ვითარება იქმნება თავად "ქართული ოცნებისთვის." ნაცვლად ამისა, მგონია, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესებითსვის გაცილებით უპრიანი იქნებოდა პოზიცია - გვაკრიტიკებენ, არ მივაქცევთ ყურადღებას. იმათ რაც უნდათ ის ილაპარაკონ და ჩვენ რასაც გვინდა იმას ვილაპარაკებთ.

არაფერი ცუდი არ არის იმაში, როდესაც მედია ხელისუფლებისთვის გამაღიზიანებელია. არავის არ აინტერსებს ისეთი ინფორმაციის მოსმენა, რომ აი ქართული ოცნება კარგად მუშაობს. ვის უნდა ეს? როდესაც მედია აღიზიანებს ხელისუფლებას, მედია აკრიტიკებს მას. პრეზიდენტობის დროს, აბრაამ ლინკოლნს ხალხი უამრავ წერილს წერდა, ზოგი იდიოტს უწოდებდა, ზოგი მაიმუნს ეძახდა, წერდნენ, რომ მან ქვეყანა დანგრევის პირას მიიყვანა. " შეიძლება თქვენ არ ცდებით ", ასე პასუხობდა ამ წერილების ავტორებს ლინკოლნი.

თუ კრიტიკას ვერ უძლებ პოლიტიკაში არ უნდა იყო"- განაცხადა ლინკოლნ მიტჩელი.


წყარო www.amerikiskhma.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42