რუსთავი 2-ის საქმეში ივანიშვილის ფარულ ხელს ვხედავთ- თომას დე ვაალი
პოლიტიკა - 16:05, 09 Nov, 2015     2767
“რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესები ნეგატიურად აისახება საქართველოზე და მის საერთაშორისო იმიჯზე. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება,” - მიიჩნევს კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში თომას დე ვაალი.




“როდესაც სასამართლო ღამით იღებს გადაწყვეტილებას ისეთ რთულ საქმეზე, როგორიც ტელეკომპანიის მენეჯმენტის შეცვლაა, ეს ტოვებს “სატელეფონო მართლმსაჯულების” შთაბეჭდილებას და საკმაოდ საგანგაშოა,” - მიიჩნევს ექსპერტი.

დე ვაალის აზრით, მთელ რიგ საკითხებში, მაგალითად, როგორიცაა რუსთავი 2-ის საქმე ან სააკაშვილისა და მისი პარტიის წინააღმდეგ მოქმედებები, “ჩვენ ივანიშვილის ფარულ ხელს ვხედავთ”.

“როგორც ჩანს, ივანიშვილი კულისებიდან იღებს გადაწყვეტილებებს, რაც ბევრ პრობლემაც ქმნის. არა იმიტომ, რომ ივანიშვილი სრულად აკონტროლებს ყველაფერს, არამედ იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრს ეშინია გადაწყვეტილებები თავად მიიღოს. რეალურად, მთავრობაში ძალიან ცოტა ვინმე თუ იღებს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს პირადად. ამგვარად, ჩვენ მივიღეთ მთავრობა, რომელიც ერიდება საქმის კეთებას. მაგალითად, ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებითაც, როგორიც ეკონომიკის სფეროა,” - - ამბობს ექსპერტი.

დე ვაალი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია რიგითი მოქალაქეებისთვის კანონის უზენაესობის მიმართლებით. თუმცა, მისი აზრით, არსებობს ძალიან ბევრი ნიშანი, რომ ქვეყანაში “პოლიტიზირებული მართლმსაჯულებაა” მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის წევრების მიმართ, რაც “ნაციონალური მოძრაობის” განადგურების მცდელობას ჰგავს,” - ამბობს ექსპერტი.

“ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება. ქვეყანა მომავალზე უნდა ფიქრობდეს. თუმცა, “ქართული ოცნების” მთავრობა წარსულში “ჩარჩა” - დღემდე სააკაშვილს ებრძვის, როგორც 2012 წელს,” - აცხადებს თომას დე ვაალი JAMnews-თან ინტერვიუში. 



მისი თქმით, დღეს საქართველო მთელს რეგიონში პლურალისტური მედია-გარემოთი გამოირჩევა და ეს მიღწევა, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს: “მე არ ვამბობ, რომ ჟურნალისტიკის ხარისხი ყოველთვის მაღალია, მაგრამ საქართველოში არის პოლიტიკური აზრის მრავალფეროვნება, რაც სხვადასხვა საკითხზე თავისუფალი, დემოკრატიული მსჯელობის შესაძლებლობას გულისხმობს. თუ რუსთავი 2-ის ახალი მფლობელები სარედაქციო პოლიტიკას შეცვლიან, მაშინ შეიქმნება საფრთხე, რომ სატელევიზიო სივრცეში კვლევ ერთი პარტია გახდება დომინანტი, როგორც ეს 2007 წელს, “იმედის” მითვისების შემდეგ მოხდა. ტელესივრცეში არ იქნება მთავარი ოპოზიციური პარტიის ადგილი, რომლის რამდენიმე წევრი უკვე ციხეშია,” - მიიჩნევს ექსპერტი.


წყარო www.jam-news.net





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42