ექსკლუზივი: ალიევის ვიზიტის დეტალები - გაზპრომი და აფხაზეთის რკინიგზა ბაქო-თბილისის ურთიერთობებს ეჭქვეშ აყენებს
პოლიტიკა - 17:57, 09 Nov, 2015     13773
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 3 დღის წინ დასრულდა.

ვიზიტის ფარგლებში ალიევი მის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. აზერბაიჯანის პირველ პირს პრემიერმა ღარიბაშვილმაც უმასპინძლა. შხვედრა შედგა საპატრიარქოშიც. საქართველოში მყოფი ალიევი მასპინძლის როლშიც მოგვევლინა, როცა საელჩოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიღო.

„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მსჯელობა წარიმართა ბაქოსთვის ძალიან უსიამოვნო საკითხზე – საქართველოში „გაზპრომის“ გაზის შემოტანაზე, რაც ბოლო კვირების განმავლობაში სქართველოს ხელისუფლების ნამდვილ თავსატეხად იქცა.

მართალია ილჰამ ალიევს პრეზიდენტის სასახლეში, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოში რუსული გაზის დაბრუნების საკითხზე არ უსაუბრია, თუმცა სიტყით გამოსვლისას ცალსახა განცხადდება გააკეთა მის ქვეყანაში გაზის მარაგის არსებობის შესახებ.

„აზერბაიჯანს გაზის ძალიან დიდი მარაგი აქვს და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ 100 წლის შემდეგაც დავაკმაყოფილოთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოთხოვნა, არამედ მეზობელი ქვეყნები და ევროპაც, - განაცხადა ილჰამ ალიევმა. ფაქტობრივად ამ სიტყვებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანს არა აქვს საქართველოსთვის გაზის დამატებითი მოცულობის მოწოდების შესაძლებლობა და სწორედ ეს განაპირობებს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების გამართვას იმთავითვე უარყო.

აზერბაიჯანულ მედიაში აქტიურად საუბრობენ, რომ ილჰამ ალიევს საქართველოში ვიზიტის დროს ამ ყველაფრისთვის წერტილი უნდა დაესვა და აღნიშნული განცხადება შეიძლება ამ მიმართულებით მხოლოდ პირველ ნაბიჯად ჩაითვალოს.

ამასთან, როგორც „ნიუპოსტმა“ გაარკვია, ალიევის ვიზიტის მთავარი მიზეზი არა საქართველოს ხელისუფლების გაურკვეველი თამაში გაზპრომთან, არამედ, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა იყო. აზერბაიჯანული მხარე კატეგორიული იყო აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით. სანდო წყაროს მიერ მოწოდებული იმფორმაციის თანახმად, ყველა დახურული ტიპის შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს ულტიმატუმის ენით ესაუბრა და შესახსენა, რომ სასწორზე აზერბაიჯან-საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობა დევს. ალიევმა შეხვედრაზე ხაზგასმით ახსენა თურქეთის მთავრობის ურყევი პოზიცია, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი ძალიან დიდ ფინანსურ რესურს დებენ ყარსის რკინიგზაში. არსებობს ფინანსური ინტერესებიც. ამიტომ ალიევმა ქართველებს ურჩია, გეგმებს ნუ შეიცვლიან და ნუ „თამაშობენ ჩრდილოელი მეზობლის“ თამაშს.

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას ილჰამ აიევმა მკაფიოდ თქვა, რომ არ დაუშვებს აზერბაიჯანი გაწიონ და არ ჰქონდეს ბერკეტი, გავლენა მოახდინოს ამიერკავკასიაში რკინიგზის გახსნის პოლიტიკაზე.

haqqin.az -ის ინფორმაციით, თავდაპირველად „ილჰამ ალიევმა არ მოისურვა შეხვედრა ბიზნესიდან გამოსულ ამ მრავალსახოვან პოლიტიკოსთან, რომელიც ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს“.

საბოლოო ჯამში კი ილჰამ ალიევის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ალიევ-ივანიშვილის შეხვედრაა აღბეჭდილი. როგორც ფოტოდან ირკვევა ალიევი ეტიკეტის თანახმად მასპინძლის განკუთვნილ ადგილზე ზის.

შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბიზნესმენ ივანიშვილს განუმარტა, რომ ქართული მხარე, რამდენსაც არ უნდა ეცადოს, აზერბაიჯანის გაზზე უფრო იაფს ვერ იშოვის. ალიევის განცხადებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველო, ამ მიმართულებით განსაკუთრებით გამოირჩევა ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, ყველანაირად ცდილობს ავნოს ორი ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობებს.

„ნიუპოსტმა“ სახელმწიფო უწყებებს მიმართა შეკითხვით, იყო თუ არა ალიევისა და ქვეყნის სხვა პირველი პირების შესხედრის თემა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის პერსპექტივა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გვითხრეს, პრეზიდენტ მარგველაშვილსა და ილჰამ ალიევს შეხვედრაზე ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის შესახებ საუბარი არ ყოფილა.

„შეხვედრის შესახებ ყველაფერი ღიაა, თქვენ მიერ ნახსენები თემა განხილული არ ყოფილა, რადგან მეც ძალიან ყურადღებით ვადევნებდი ამ შეხვედრას თვალ-ყურს, რომ დაინტერესებული მედიისთვის ინფორმაცია მიმეწოდებინა“ - აღნიშნა „ნიუპოსტთან“ პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

იგივე შეკითხვით მივმართეთ მთავრობის ადმინისტრაციას, თუმცა პრემიერის პრესსამსახურისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

რაც შეეხება ექსპერტთა შეფასებას, როგორც გია ხუხაშვილმა და თორნიკე შარაშენიძემ გვითხრეს, ყარსის რკინიგზაში ჩადებული უამრავი რესურისის შემდეგ არ არის გამორიცხული აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ აზერბაიჯანს ოფიციალური შეხვედრის დროს საკითხი მწვავედ დაესვა.

გია ხუხაშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი პრობლემურ თემებთან ერთად იყო ამ შეხვედრებზე განხილული, რადგან არის პრობლემები. შეიძლება ალიევმა ისაუბრა იმ საფრთხეებზე რაც ოკუპირებულ რეგიონში რკინიგზის აღდგენასთან არის დაკავშირებული.

თორნიკე შარაშენიძე: ფაქტია, რომ ყარსის რკინიგზის მშენებლობა შეფერხებულია. ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდ რაღაცას ნიშნავს. რადგან ჩვენ უარს ვამბობთ მაგისტრალზე, რომელიც პირდაპირ გვაკავშირებს ევროპასთან. რაც შეეხება აფხაზეთში რკინიგზის აღდგენას ეს არის რუსეთის პირდაპირ დაკავშირება სომხეთში არსებულ სამხედრო ბაზებთან. რაც აზერბაიჯანის ისნტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. აზერბაიჯანი, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია აქვს უფლება გვითხრას, რომ ამ რკინიგზის აღდგენა მას არ სჭირდება და ეს მისთვის ცუდია. პრინციპში ამ რკინიგზის აღდგენა საქართელოსაც არ აწყობს, ვის წისქვილზეც ეს ყოველივე ასხამს წყალს - რუსეთია.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42