ია ანთაძე ტელეკომპანია GDS-ში მუშაობას იწყებს. ამის შესახებ ანთაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ძვირფასო მეგობრებო და არამეგობრებო, აქ, ჩემს "კედელზე" და სხვაგანაც არაერთხელ დაუწერიათ, რომ მე GDS-ში ვმუშაობ. სინამდვილეში, GDS-ში არასოდეს მიმუშავია. ჩვენს ორგანიზაციას - სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს - ჰქონდა GDS-თან საერთო პროექტი "მედიასტანდარტი" და ხელშეკრულება ითვალისწინებდა ამ ორი ორგანიზაციის პარტნიორობას.
მხოლოდ ახლა, ოფიციალური ხელშეკრულების საფუძველზე, ვიწყებ თანამშრომლობას ტელეკომპანია GDS-თან და, ჩემს კოლეგებთან ერთად, ერთ-ერთი ახალი გადაცემის მომზადება მევალება.
ეჭვი არ მეპარება და სწორადაც მიმაჩნია, რომ დღეიდან ჩემი ყველა საჯარო და საზოგადოებრივი აქტივობა განხილული იქნება ამ სიახლის გათვალისწინებით.
იმედი მაქვს, რომ ბევრ თქვენგანთან ვითანამშრომლებ ახალ პროექტში, რომლის მთავარი მიზანი განსხვავებული მედიაკულტურის დამკვიდრებაა“, - წერს ია ანთაძე.
მასალის გამოყენების პირობები






