მსახიობი სოფია სებისკვერაძე ფეისბუკში საკმაოდ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელიც აღშფოთებულია სატელეფონო ზარით, რომელიც მის ტელეფონზე განხორციელდა.
„ცოტა ხნის წინ მირეკავს ტელეფონი ვიღაც გოგოა არ უთვამს რა ქვია, არც ორგანიზაცია უთქვამს საიდან რეკავს, გადადის საქმეზე და მეუბნება რომ ოთხშაბათს, დილით დაახლოებით 7 საათზე სადღაც ამერიკულ კომპანიაში მივალ, სადაც გამიკეთებენ გრიმს და თმას მერლინის ფორმაში. საათნახევარ ორსაათში გაგიშვებთ და მოგცემთ ორმოცდაათ ლარს!!! ვუთხარი რომ ჯერ 50 ლარი ძალიან ცოტაა და მერე 11 საათზე სპექტაკლი მაქვს. ნერვიულად და ირონიით მეკითხება ისევ: ჰე დროზე მითხარი გინდა თუ არა?! მე ვპასუხობ არა და არ დამიმთავრებია თიშავს მკვახედ!!!! თვალები ამივიდა შუბლზე.... ძალიან გავბრაზდი როგორ შეიძლება ადამიანებს ასე მოექცე და მუშაობდე გრიმიორად. როგორც გავიგე ეს გოგო გრიმიორია GDS-ში. მივწერე მომწერეთ თვენი სახელი და გვარი და სად მუშაობთთქო. მირეკავს მეორედ და ძალიან აგდებულად მესაუბრება რომ შარზე ვარ, ბევრი საქმე ქონდა და მახსენებს, რომ სოფო ქვია გრიმიორია დამლაგებელი ხომ არაა?!! და აბა რა ექნა?!!!..
ანუ რა გამოდის დამლაგებლებობა ტეხავს?!!! მე ვეუბნები რა მნიშვნელობა აქვს დამლაგებელი რომ იყოთ რა მოხდა მერე?!!! უბრალოდ ადამიანებს მეტი პატივი უნდა სცეთ. მითუმეტეს თუ მაათთან თანამშრომლობას ფიქრობ!!!!!! მოკლედ ბლომად მყავხართ GDS-ლები მეგობრებში. ხოდა აუხსენით ამ გოგოს რომ დამლაგებელი იქნება მსახიობი თუ პრემიერის შვილი, ყველა თათასწორია. და როცა ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა მუშაობააა მითუმეტეს პატივი უნდა სცე მათ!!!! დაასრულებინო საუბარი, დაემშვიდობო საუბრის ბოლოს მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებაზე არ გადთანხმდნენ მაინც, რომ დამლაგებლად მუშაობა არ ტეხავს!!!! და ა.შ. წარმომიდგენია ცხოველებს როგორ ექცევა :(((((თან მიმუშავია კიდეც სერიალზე ამ არხზე და ნამდვილად სასიამოვნოა ყველასთან ურთიერთობა. მაგრამ ახლა ძაააან გაბრაზებული ვარ ძალიან!!!“ - წერს სოფია სებისკვერაძე ფესისბუკში.
მასალის გამოყენების პირობები






