რამდენიმე დღის წინ „რა, სად, როდის“ შემოდგომის სერიის მორიგი თამაში გაიმართა, რომელსაც ძალიან ბევრი მაყურებელი ელოდა. ალექსანდრე ლორთქიფანიძის გუნდმა თამაში მოიგო, თუმცა მთავარი სიურპრიზი მაყურებელს წინ ელოდა. კაპიტანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ ანი მარდალეიშვილს, რომელიც ასევე მისი გუნდის წევრია, ხელი ორიგინალურად სთხოვა. ახლახანს კი სანდრომ თავის ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, რომლის საშუალებითაც ყველა გულშემატკივარს მადლობას უხდის და ასევე ამცნო საზოგადოებას მისი და ანის ნიშნობის შესახებ.
„მეგობრებო, პირველ რიგში ყველას ყველას ყველას ძალიან დიდი მადლობა ამდენი მოლოცვისთვის, ამდენი თბილი სიტყვებისთვის, ამდენი დადებითი ემოციისთვის და ა.შ.
როცა ეს ჩავიფიქრე, რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი ამ მოვლენისთვის ორიგინალური ფორმის პოვნა და ანის გაბედნიერება იყო, თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ სატელევიზიო ნიშნობას რეზონანსიც მოყვებოდა. მაგრამ, გულწრფელად, ამხელა გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი, შესაბამისად ამ დღეებში რა ქარბორბალაც დატრიალდა ინტერნეტ-სივრცეში მოულოდნელიცაა და დამაბნეველიც. რაც არ უნდა იყოს, თუ ძალიან ძალიან ბევრ ადამიანს გადაედო დადებითი განწყობა და სულ ცოტა ხნით მაინც იგრძნო თავი უკეთ, მაშინ ეს ყველაფერი ღირდა ამად.
ჰო, ნუ მთლიანობაში მაინც მიხარია რომ ასეთი იდეა გამიჩნდა, რომ ასე მაგრად განმახორციელებინა ბატონმა წამყვანმა, რომ ასე კარგად შევინახეთ საიდუმლოდ და ბოლო მომენტამდე დედაჩემმაც კი არ იცოდა, რომ დენიელ დეი ლუისზე მაგარი მსახიობი აღმოჩნდა ჩემი თანამზრახველი გიორგი იაშვილი, რომ კიდევ 3 გენიალური თანამზრახველი მყავდა სალომე ბენიძის , "Sky-ს" და გიორგი ტუღუშის სახით და კიდევ ერთხელ ბოდიში ოთარ (საბაშვილი) იმ ნერვული სტრესისთვის რაც ბოლო წამებში გადაგატანინე )))))
ახლა შევეცდები შევეჭიდო იმ ტიტანურ შრომას, რასაც ყველა მოლოცვისა და მესიჯისთვის პასუხის გაცემა ჰქვია“-წერს ალექსანდრე ლორთქიფანიძე ფეისბუკში.
მასალის გამოყენების პირობები






