"როგორც ჩანს, მათ არ იციან რაზეა საუბარი. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით - რამდენი ხანია, მიდის ეს საკითხი და ვერავინ გამცა პასუხი. რა გინდათ, სამართლიანობა არ უნდა აღდგეს? ადამიანი თუ ჩივის, სასამართლომ არ განიხილოს ეს საკითხი? ვის რა უნდა, გამაგებინეთ, "ფრიდომ ჰაუსია" ეს, თუ "რუსთავი 2"? თუ მოქალაქემ ვიჩივლე და სასამართლომ არ განიხილოს? მაპატიეთ, მე სულ არ ვიცოდი, ყარამანაშვილებისაა ეს "რუსთავი 2", თუ ვისი და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ეს. სხვა ტელევიზიებში როგორ არის, არ იცვლებიან დამფუძნებლები? ანუ ერთი ყოფილი ჩივის და სასამართლომ არ განიხილოს? სად მივდივართ მაშინ? ჰკითხეთ ერთი, ეს "ფრიდომ ჰაუსი", თუ ვინც გინდა იყოს, ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, რა ქნას ხელისუფლებამ, ჩაერიოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში? ეს აბსოლუტურად გაუგებარია ხომ?" - განაცხადა ჯავახიშვილმა.
ჰერმანთან ინტერვიუს "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ მედიაში ჩარევა უნდა შეწყვიტოს.
მასალის გამოყენების პირობები






