მინისტრის თქმით, საბჭოს შექმნის შემთხვევაში მისი ფუნქცია არხის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა უნდა იყოს.
„ვფიქრობ სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს. არ გვაქვს უფლება ზეწოლა მოვახდინოთ პროცესებზე. რაც შეეხება გამჭირვალობის პროცესს, ვისურვებდი, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალედ წარიმართოს და ჩართული იყოს ყველა ის მხარე, რომელსაც დამატებითი ინფორმაციის მიღება სჭირდება. რაც შეეხება მენეჯმენტის საკითხს, არ მაქვს უფლება ჩავერიო, მაგრამ ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ორივე მხრიდან იყოს კონსტრუქციული მიდგომა, რათა არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნეს უზრუნველყოფილი. მე მოვისმინე ტელეკომპანიის, არ ვიცი, არსებული ვუწოდო თუ ყოფილი მფლობელების განცხადება, რომ მათ უარი თქვეს რაიმე სახის მოლაპარაკებებში შესვლაზე. ვფიქრობ, ეს არ არის კონსტრუქციული დამოკიდებულება. ვისურვებდი, რომ გარდამავალ პერიოდში ან, რაიმე სახით პროფესიული ნიშნით და დამოუკიდებლობის მაღალი დონით უზრუნველყოფილი საბჭო შექმნას, რომელიც თავის მხრივ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






