მოსამართლის მიერ ანგარიშის ჩაბარების შთაბეჭდილება სასამართლოს დააზარალებს - ურთმელიძის წერილი
პოლიტიკა - 11:28, 09 Nov, 2015     925
მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ნინო გვენეტაძეს, ლევან მურუსიძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს წერილით მიმართავს. ურთმელიძე წერილში საბჭოს სხდომაზე არდასწრების მიზეზს განმარტავს.

"საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს, 2015 წლის 6 ნოემბრის საჯაროდ გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებთ, რომლითაც ქალბატონი ნინო გვენეტაძე მთავაზობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფორმატში შეხვედრას, მოგახსენებთ:

„2015 წლის 4 აგვისტოდან ჩემ წარმოებაშია სამოქალაქო საქმე ქიბარ ხალვაშის შპს პანორამას სარჩელთან დაკავშირებით, რომელშიც ერთ-ერთი მოპასუხეა შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, საქმეზე გადაწყვეტილება გამოტანილია 2015 წლის 3 ნოემბერს, ხოლო განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე მიღებულია 2015 ელის 5 ნოემბერს, მოპასუხეების საჯაროდ გაცხადებული პოზიციაა, რომ ისინი გაასაჩივრებენ აღნიშულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის განჩინება, შესაბამისად, ჩემი როგორც მოსამართლის ვალდებულებაა, რომ განვიხილო აღნიშული საჩივარი.

საქართველოს კონსტიტუცია, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი ნათლად მიუთითებს, რომ აკრძალულია ანგარიშის მოთხოვნა მოსამართლისთვის კონკრეტულ საქმეზე, მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ მაღალი უნდა იყოს საზოგადოებრივი ინტერესი, ნებისმიერი პირი ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციის იმპერატიულ მოთხოვნას.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე ნებისმიერი მოსამართლე ვალდებულია იზრუნოს სასამართლოს რეპუტაციაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლის წარდგომა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა პირდაპირ თუ არაპირდაპირ დატოვებს კონკრეტულ საქმეზე მოსამართლის მიერ ანგარიშს ჩაბარების შთაბეჭდილებას, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სასამართლოს ავტორიტეტს და შექმნის მომავალში ანალოგიურის განმეორების სახიფათო პრეცედენტს, ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, რომ საზოგადოებას არ შევუქმნა არასწორი წარმოდგენები და არ გამოვცხადდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. ჩემი როგორც საქმის განმხილველი მოსამართლის შეხედულებები საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე გადმოცემულია შუალედურ გადაწყვეტილებებში (განჩინებებში), რაც შეეხება საქმის არსებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებულ არგუმენტებს ისინი აისახებიან საბოლოო, შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში.

მასმედიის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციები ცხადყოფს საზოგადოების დიდ მოლოდინს დაანონსებულ შეხვედრასთან დაკავშირებით, იმედია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულყოფილად მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას სხდომაზე ჩემი გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე,“ - ნათქვამია საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში.


წყარო: "რუსთავი 2"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42