საია ადვოკატის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს
პოლიტიკა - 10:39, 09 Nov, 2015     1300
ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით საია განცხადებას ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას დაუყოვნებლივ გამოიძიოს ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ სავარაუდოდ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი და ყველა შესაბამისი პირი მისცეს პასუხისგებაში.

"საია უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს 8 ნოემბერს ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ სავარაუდოდ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. საია მოუწოდებს პროკურატურას სწრაფად, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევა და პასუხისგებაში მისცეს ყველა შესაბამისი პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატი გიორგი მდინარაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის V განყოფილების შენობაში არასრულწლოვანის ინტერესების დასაცავად იმყოფებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სახალხო დამცველის რწმუნებულების ინფორმაციით, გიორგი მდინარაძეს აღნიშნული შემთხვევის შედეგად აღენიშნება არაერთი დაზიანება - სისხლჩაქცევა, სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალბუდის არეში, ნაკაწრები მარცხენა მხარეს, ყბა-სახის არეში, სისხლნაჟღენთი ყელის არეში, მარჯვენა მხარეს.

მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო მოქმედებები დროულად იქნეს ჩატარებული, მათ შორის დაკითხულ იქნეს ყველა პირი, რომელიც შესაძლოა შეესწრო სავარუდოდ მომხდარ ფაქტს. ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, პროკურატურამ მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ.

საია კიდევ ერთხელ შეახსენებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში ჩარევა ან რაიმე ფორმით ხელის შეშლა, მითუმეტეს მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. იურისტთა როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპები აღიარებს ადვოკატის უფლებას, თავისი პროფესიული ფუნქციების შესრულება შეძლოს დაშინების, დაბრკოლების, ხელის შეშლის, არასათანადო ჩარევის გარეშე და სახელმწიფოებს ავალდებულებს უზრუნველყონ ზემოაღნიშნული უფლებების ჯეროვანი დაცვა და ხელშეწყობა."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42