"რუსთავი 2"-ის 91%-იანი წილის მფლობელის გია ყარამანაშვილის თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ტელეკომპანიის დათმობას სთხოვდნენ.
ამის შესახებ მან " პოსტსკრიპტუმთან" საუბრის დროს განაცხადა.
"მრავალჯერ მიმიღია სხვადასხვა ტიპის სხვადასხვა კონფიგურაციის შემოთავაზება წილების დათმობის შესახებ, მაგრამ არც ერთი ყიდვის შესახებ. ეს ხდებოდა არჩევნების მერე. პირველი დღეებიდანვე. თითქმის წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. იყო რამდენიმე შეთავაზება, რომ "რუსთავი 2" გადამეცა მმართველობაში რაღაც სპეციალურად შექმნილი საბჭოსთვის, რაც სრულიად ნათელია როგორ და რისთვის კეთდებოდა, ამაზე მე თავიდანვე უარი განვაცხადე", - განაცხადა გია ყარამანიშვილმა.
"რუსთავი 2"-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელების, გია და ლევან ყარამანიშვილების სრული ინტერვიუ იხილეთ ბმულზე: rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები






