რუსთაველის გამზირზე "პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ლოზუნგით "არა გაყალბებულ არჩევნებს", აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საგარეჯოს არჩევნებში "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ინაშივლმა მოიგო, თუმცა ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და გამარჯვებულად ქართული ოცნების კანდიდატი თამარ ხიდაშელი გამოაცხადა.
აქციაზე სიტყვით გამოსულმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ის ხვალიდან სახელმწიფო კანცელარისასთან პროტესტის ნიშნად შიმშლობის აქციას იწყებს და საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნასთან ერთად თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომას ითხოვს. ინაშვილთან ერთად შიმშლობის აქციაში ადა მარშანია და ემზარ კვიციანი მიიღებენ მონაწილეობას. პარალელურად, მოშიმშილეები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასაც ითხოვენ.
"პატრიოტთა ალიანსის" წევრთა განცხადებით, შიმშილობის აქციები დაიწყება საგარეჯოში, ბათუმსა და ქუთაისში.
მასალის გამოყენების პირობები






