"რუსთავი 2-ის" ადვოკატის თამთა მურადაშვილის განცხადებით, მხარე, რომელმაც თავად შეუქმნა ტელეკომპანიას პრობლემა, დამამცირებელი ფორმით, ვითომ დახმარებას სთავაზობს მას.
მისი განცხადებით, ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება სამაუწყებლო კომპანიას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ჩაბარებია. მურადაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ხალვაშის მხარე აღმასრულებელის მეშვეობით შეეცდება კომპანიაში შესვლას, ეს კიდევ უფრო დიდ დაძაბულობას გამოიწვევს, ის ურჩევს სალიას კარგად წაიკითხოს განჩინება, რადგან ურთმელიძის განჩინება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, "რუსთავი 2" მალე აღადგენს სამართლიანობას და ეს გადაწყვეტილება მალე გაუქმდება.
"მე ვფიქრობ ბატონი პაატას განცხადებით დასტურდება ის, რასაც ბატონი ყარამანიშვილები ამბობდნენ და რასაც ჩვენ ვფიქრობდით. პრობლემის ძირითადი წყარო ვითომ გვთავაზობს დახმარებას და ამ პროცესში ჩნდება, რომ თითქოსდა ჩვენ ვართ კომფროტაციაში. ამ სიტუაციაში მათ სურთ გამოაჩინონ, რომ ყარამანიშვილები არიან კომფრონტაციაში და თითქოს ისინი ზიანს აყენებენ კომპანიას. მემგონი საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია,"- აცხადებს მურადაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






