საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ღიად უნდა გამოეცხადებინა.
"მინდა ვისურვო, რომ მოსამართლეები არა მხოლოდ იურიდიულ კაზუისტიკაში იქნებიან პირნათელნი და გადაწყვეტილება იქნება გამართული, არამედ ამ გადწყვეტილების მიღების ფორმა გარემო და სიტუაცია იქნება უფრო გასაგები და გამჭვირვალე. როდესაც მთელი მსოფლიო ვინც კი საქართველოზე მუშაობს, ამ თემაზეა მობილიზირებული და აკვირდება პროცესს, მე მგონია, რომ არა თუ სასამართლო პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, თითოეული მიღებული გადაწყვეტილება მყისიერად უნდა ეცნობოს საზოგადოებას და არაპირდაპირი გზებით და მოგვიანებითი არ უნდა ვიგებდეთ ამას,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა "კურიერთან" ინტერვიუში.
მისი განცხადებით, მას აქვს კითხვები სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა არ აპირებს მათ საჯაროდ გაჟღერებას, რადგან მოსამართლეებს უნდა ჰქონდეთ ობიექტური გადაწყვეტილებების გამოტანის გარემო.
მასალის გამოყენების პირობები






