პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურება უპრეცედენტო იყო.
მისი თქმით, ბოლო დროინდელი განცხადებების საფუძველზე არსებობს ვარაუდი, რომ საერთაშორისო პარტნიორებში გარკვეული ეჭვები არსებობს.
"პრეზიდენტი ხედავს საგანგაშო სიგნალებს და ამიტომ არაერთხელ გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. მან არაერთხელ მიუთითა განცხადებებში რომ ამან შეიძლება დააზიანოს ქვეყნის საგარეო იმიჯი. უპრეცედენტო განცხადებები გაკეთდა - ეს იყო ელჩების განცხადებები, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები და ასე შემდეგ. ეს მიუთითებს, რომ სერიოზული ეჭვი არსებობს საერთაშორისო პარტნიორებში. ეს საეთაშორისო პარტნიორები არ არიან მხოლოდ სეირის მაყურებლები. ეს ის საერთაშორისო პარტნიორები არიან, რომლებიც საქართველოს ეხმარება და ეხმარებოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენებაში. პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ ძალას და მმართველ კოალიციას კონსულტაციებზე ელოდება. გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ ერთობლივი მსჯელობით უნდა მოხდეს არსებული ვითარებიდან გამოსავლის პოვნა", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






