,,ამ სულისკვეთებით დავუპირისპირდით ნაციონალურ მოძრაობას... რომ აღარსოდეს შეიზღუდება მედია, აღარასოდეს იქნება შანტაჟის პოლიტიკით მართვა“ - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 16:24, 07 Nov, 2015     2308

საქართველოს პრეზიდენტი 7 ნოემბრის მოვლენებს განცხადებით ეხმაურება.

„საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული თარიღიდან რვა წელი შესრულდა.

2007 წლის 7 ნოემბერს ქვეყნის ხელისუფლება საკუთარ ხალხს რეზინის ტყვიებით, ცრელმსადენი აირით, მედიის თავისუფლების შელახვით, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევით, ჟურნალისტური საქმიანობის ხელყოფით დაუპირისპირდა და უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენა ახალგაზრდა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებები.

ქართული საზოგადოების რეაქცია მყისიერი და მკვეთრი იყო. ჩვენ, ყველამ ერთად უარყოფის განაჩენი გამოვუტანეთ ხელისუფლების ქცევას. ამ სულისკვეთებით დავუპირისპირდით 2012 წელს „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ავტორიტარულ მმართველობას.

ჩვენ ვთქვით, რომ სააკაშვილის მმართველობის სტილი ჩვენთვის იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მართო ქვეყანა. რომ ქვეყანაში აღარსდროს იქნება ძალადობა, წამება, შანტაჟის პოლიტიკით მართვა, აღარასდროს შეიზღუდება მედია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, აღარასდროს გახდება სასამართლო ხელისუფლების მსახური, აღარასდროს იქნება პოლიტიკური ნიშნით დევნა. ამას ვამბობდით და ვიმეორებთ იმიტომ, რომ გვჯერა დემოკრატიული ღირებულებების, საკუთარ თავზე გადავიტანეთ უსამართლობა და მომსწრენი და მონაწილე ვართ იმისა, როგორ შეაქცია ქართველმა ხალხმა ზურგი მოძალადეებს.

მე კვლავ ამ ფასეულობათა, ამ გადაწყვეტილების ერთგული ვარ.

მწამს, რომ ამ ფასეულობებს იზიარებს ქართული საზოგადოება. ჩვენ სწორედ ასეთ - დემოკრატიულ და ძლიერ სახელმწიფოს ავაშენებთ“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42