რუსთავი 2-ის მენეჯმენტის შეცვლა დასავლეთის შეშფოთებას იწვევს - "ამერიკის ხმა"
პოლიტიკა - 15:30, 07 Nov, 2015     2472

რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აშუქებს უცხოური მედია.

ტელეკომპანიის მენეჯმენტის შეცვლას „ამერიკის ხმაც“ ეხმაურება. სტატიაში ნათქვამია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მენეჯმენტის შეცვლის შესახებ დასავლეთის შეშფოთებას იწვევს.

„მედიის უფლებების დამცველები, დიპლომატები ევროპიდან და ამერიკიდან. რუსთავი 2-ის მენეჯმენტის შეცვლასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ და ამ ფაქტს მედიის სარედაქციო პოლიტიკის თავისუფლებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპებთან შეუთავსებელს უწოდებენ“- ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის, დუნია მიატოვიჩის განცხადებას ციტირებს:

„სარედაქციო გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ნიუს-რუმში და არა სასამართლო დარბაზებში. სასამართლოს მცდელობა არასწორი და უკანონო გავლენა მოახდინოს მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკაზე, არაფერია თუ არა კანონის უზენაესობიისა და საზოგადოებაში დემოკრატიული საფუძლების ბოროტად გამოყენება.

მიატოვიჩმა მოუწოდა საქართველოს სასამართლო სისტემას პატივი სცეს რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის უფლებას“ - აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა, მთავრობასა და სასამართლოს მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის დაცვისკენ მოუწოდებს.

„აშშ-ის და ევროკავშირის წარმოამდგენლების მსგავსად, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მმართველ კოალიციას მოუწოდა, უზრუნველყოს ის, რომ არ დარჩეს კითხვები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების შესახებ“ - აღნიშნავს „ამერიკის ხმა.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42