საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტს კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
როგორც უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, პრეზიდენტს არ აქვს უფლება, რომ მოსამართლეს პასუხი მოსთხოვოს.
"პრეზიდენტმა იცის, რომ არც ერთ პოლიტიკოსს და კოალიციის არც ერთ წევრს არ აქვს უფლება, მოსამართლეს მოსთხოვოს პასუხი. თუ პრეზიდენტი იმას გულისხმობს, რომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ და ურთმელიძეს პასუხი იმავე ხმაში უნდა მოვთხოვოთ, როგორც ამას აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა. პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება შეუსაბამო იყო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით კი, პრეზიდენტის მიერ პოზიციის დაფიქსირება საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვის მცდელობაში არ უნდა გადაიზარდოს.
„აზრის გამოთქმა და პოზიციის დაფიქსირების უფლება ყველას აქვს. უბრალოდ ერთი რამე მინდა გავიხსენო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კონსტიტუციით პრეზიდენტს საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვის უფლება. ამიტომ აზრის გამოთქმა და პოზიციის ფიქსაცია საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვის მცდელობაში არ უნდა გადაიზარდოს,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






