პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილს ღირსების ორდენი გადასცა
პოლიტიკა - 12:47, 07 Nov, 2015     1550

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.

ქვეყნის პირველმა პირმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა ადვოკატთა ასოციაციის როლზე ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პროცესში.

„დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისათვის პრინციპული და უმნიშვნელოვანესია ეფექტური და სამართლიანი მართლმსაჯულება. ასეთი მართლმსაჯულება ვერ შედგება თუ არ იქნება ძლიერი დაცვა და არ გვეყოლებიან ისეთი ძლიერი იურისტები, რომლებიც ჩვენს სასამართლო დარბაზებში რეალურ შეჯიბრებითობას შექმნიან. თქვენ ხართ იმის გარანტი, რომ თითოეული მოქალაქე, რომელიც შეხებაში მოდის სასამართლოსთან, კანონთან, სამართლებრივ სისტემასთან, თავს გრძნობდეს დაცულად; იცოდეს, რომ მისი ინტერესები იქნება დაცული და განხორციელდება კვალიფიციურად.

თქვენ უნდა მოგეცეთ შესაძლებლობა, რომ თავისუფლად იმოქმედოთ, თავისუფლად ჩაერთოთ მართლმსაჯულების პროცესში და თავისუფლად გამოიყენოთ მთელი თქვენი კვალიფიკაცია. იმ ეთიკურ სტანდარტებში, რომლებიც აქვთ ადვოკატებს, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ თქვენ უნდა თქვენი კლიენტის, იმ ადამიანის, ვინც თქვენ გენდობათ, ინტერესები დააყენოთ საკუთარ ინტერესებზე მაღლა. ეს ძალიან დიდი მორალური ტვირთია. ხშირად შესაძლებელია ისეთ ადამიანს იცავთ, ისეთ საქმეს იცავთ, რომელსაც საზოგადოება, დავუშვათ, არ უჭერს მხარს. ხშირად რაღაც ზეგავლენაა მასზე საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით, მაგრამ მაინც, მე ვხედავ როგორ მტკიცედ დგახართ თქვენ ამ ვალდებულების უკან - პირადი მიკერძოებულობის გარეშე დაიცვათ მთავარი და შექმნათ შეჯიბრებითობა ქართულ სასამართლოში. კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა.

ასოციაცია ავითარებს და ზრდის ადვოკატების კვალიფიკაციას, მრავალი თვალსაზრისით იზრდება თქვენი დაცულობის ხარისხიც და მინდა, რომ მიგულოთ თქვენ გვერდით”, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ღონისძიებაზე შეკრებილ ადვოკატებს.

გიორგი მარგველაშვილმა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს მადლობა გადაუხადა ადვოკატთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის. რისთვისაც სახელმწიფოს მეთაურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE) პრეზიდენტმა მარია სლაზაკიმ.

ღონისძიებასსაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო ხელისუფლების, იუსტიციის საბჭოს, საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ევროპის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციების დელეგაციები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42