არ მიმაჩნია, რომ სიტყვის თავისუფლების წითელი ხაზი "რუსთავი 2"-ზე გადის - ია ანთაძე
სოც.მედია - 12:44, 07 Nov, 2015     2333

ჟურნალისტ ია ანთაძეს არ მიაჩნია, რომ სიტყვის თავისუფლების წითელი ხაზი „რუსთავი 2“-ზე გადის.

ამის შესახებ ანთაძე სოციალურ ქსელში წერს, სადაც ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

ანთაძე თვლის, რომ დღეს მთავარი ამოცანა არა სიტყვის თავისუფლებისთვის, არამედ სასამართლოს გათავისუფლებისთვის ბრძოლა უნდა გახდეს.

„მგონი, მოვიდა დრო, ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით: არ მიმაჩნია, რომ ამ ტელევიზიაზე გადის სიტყვის თავისუფლების წითელი ხაზი, ან, მით უმეტეს, ევროინტეგრაციის, პოლიტიკური ორიენტაციის, ღირებულებების და ასე შემდეგ... ჩემთვის ეს არის ტელევიზია, რომელიც ხან სამართლიანი კრიტიკის იარაღია (როგორც "ნარუშილოვკების" შემთხვევაში), ხან მანიპულაციის (როგორც გრიშენკოს შემთხვევაში). დარწმუნებული ვარ, დავით დვალი ბეეევრად მეტ თავისუფლებას უზრუნველყოფს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებისთვის, ვიდრე დღეს აქვთ, ან ოდესმე ჰქონიათ ბოლო მრავალი წლის განმავლობაში. თუმცა, მე, როგორც მოქალაქეს, სულ არ მეჩქარება ცვლილებები ტელევიზიაში და მზად ვარ, დაველოდო სამართლებრივი პროცესის დასრულებას. მომწონს კიდეც ეს "პაუზა", რომელიც ყველა მხარეს დაიცავს მძიმე შეცდომებისგან.

სამაგიეროდ, "რუსთავი 2"-ის პროცესმა დამარწმუნა (ჩემი აზრია!), რომ ჩვენს ქვეყანაში სასამართლო ისევ და ისევ ვერ გათავისუფლდა პოლიტიკური გავლენისგან. ამას ვამბობ როგორც საკონსტიტუციო, ისე საერთო სასამართლოებზე. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ან პაპუაშვილი და ან ურთმელიძე საკუთარი ნებით იჭრიდნენ თავს მთელი ქვეყნის და, შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიოს წინაშე.

ასე რომ, ჩემთვის "რუსთავი 2"-ის საქმე თავისუფალი მედიისთვის კი არა, სინამდვილეში, თავისუფალი სასამართლოსთვის ბრძოლის საქმედ ჩამოყალიბდა. "რუსთავი 2" ბევრად მალე დალაგდება და გათავისუფლდება, ვიდრე სასამართლო.

შესაბამისად, საზოგადოების მთავარი ამოცანა არა სიტყვის თავისუფლებისთვის, არამედ სასამართლოს გათავისუფლებისთვის ბრძოლა უნდა გახდეს - აი, ეს გავიგე "რუსთავი 2"-ის "ქეისიდან".

P.S. საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით პრობლემად მიმაჩნია არა გადაწყვეტილებების შინაარსი, არამედ, მოსამართლეების მოტივაცია და ქცევა“, - წერს ანთაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42