საქართველოს დღეს ფედერიკა მოგერინი ეწვევა
პოლიტიკა - 09:43, 09 Nov, 2015     2100

9-10 ნოემბერს, თბილისში გაიმართება მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“.

კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ტარდება.

ღონისძიებას ევროკავშირის ინსტიტუტების და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალურ პირებთან ერთად, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონის ქვეყნებიდან 250-მდე წარმომადგენელი დაესწრება. მათ შორის, მონაწილეები სამთავრობო, არასამთავრობო და აკადემიური წრეებიდან, ასევე გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და NATO-ს წარმომადგენლები.

10 ნოემბერს კონფერენციას გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორის მოადგილე და გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დამოუკიდებლ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი, ჯიჰან სულთანოღლუ. ღონისძიების მონაწილეებს 9 ნოემბერს ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს.

კონფერენცია სამი ძირითადი საკითხის განხილვას ეძღვნება: ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა და ქალთა როლის გაზრდა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში. ღონისძიების მიზანია ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების გაძლიერების საკითხებზე პერიოდული დიალოგის პრეცედენტის შექმნა და ამ მხრივ გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის ფარგლებში იგეგმება „თბილისის დეკლარაციის“ მიღება. დოკუმენტის მიზანია ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე აღებული ვალდებულებების განმტკიცება.

კონფერენციის მომხსენებელთა შორის არიან: ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალიურანდი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი დუბრავკა შიმონოვიჩი, ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი მარიეტ შურმანი, ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის პირველი ვიცე-თავმჯდომარე იაროსლავა იერმანოვა, ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის სენატორი ჰაფიდა ბენჩეჰიდა, იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს ქალთა ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი სალმა ნიმსი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნატალია გალიბარენკო, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სხვები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა; 2014 წელს ხელი მოეწერა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას; 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ხელისუფლებას ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მმართველობით რგოლში ქალთა როლის გაზრდას ავალდებულებს; 2015 წლის მარტში, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ღიად დაუჭირეს მხარი სავალდებულო კვოტების შემოღებას პოლიტიკურ პროცესებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით; საქართველოს პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42