ფრიდომ ჰაუსის ყოფილი ხელმძღვანელი დევიდ კრამერი „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
როგორც მან „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა, თუ სასამართლო „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკას ეფუძვნება, ეს საშინელი მარცხი იქნება.
როგორ კრამერი ამბობს, მოსამართლეებმა გადაწყვეტილება არა პოლიტიკური პოზიციებიდან, არამედ კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა მიიღონ.
"თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას, ეს იქნება საშინელი მარცხი. ასეთი რამ არ ხდება არცერთ ქვეყანაში, გარდა ავტორიტარულისა. მე კი არ ვფიქრობ, რომ საქართველო ავტორიტარული ქვეყანაა. მიმაჩნია, რომ ის დემოკრატიის გზაზეა, მაგრამ ეს უდავოდ უკან გადადგმული ნაბიჯია. მოსამართლეებმა საქმე უნდა გადაწყვიტონ კონკრეტული გარემოებებიდან და არა პოლიტიკური პოზიციებიდან გამომდინარე. ეს გადაწყვეტილება არ დაეხმარება საქართველოს საკითხს არც ნატოში და არც ევროკავშირში. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ არა მარტო რუსეთში, არამედ დასავლეთშიც არიან ისეთი ქვეყნები და ცალკეული პირები, რომლებიც ეძებენ ნებისმიერ მიზეზს იმისთვის, რომ უარყონ საქართველოს დაახლოება დასავლეთთან. სასამრთლოს ასეთი გადაწყვეტილებები და ხელისუფლების ნაბიჯები კი საბაბს აძლევენ ამ ადამიანებს არაფერი გააკეთონ, რითაც საქართველო დაზარალდება", - აღნიშნა კრამერმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






