საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს „რუსთავი 2-ში შევარდნის ნაცვლად ხალხზე იფიქროს“.
ამის შესახებ ელისაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას განაცხადა.
მან ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც მიმართა და კანონის პატივისცემისკენ მუწოდა.
„ჩვენ ვართ ხალხი, ვისაც აქ ცხოვრება გვინდა, გააჩერეთ ეს პროცესი, ნუ აჯანჯღარებთ, თორემ ჯანჯღარს გაჩვენეთ, არ გამოგვიყვანოთ ასი ათასობით ადამიანი. იმის მაგივრად, რომ ხალხის გაჭირვებაზე ვლაპარაკობდეთ, თუ როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, ორი კვირაა ვსაუბრობთ შევარდებიან თუ არ შევარდებიან „რუსთავი 2“-ში. ბებიათქვენისა რა, მოეშვით ამ ყველაფერს. საქმე აკეთებთ, თუ არადა გაგიშვებთ თანამდებობიდან. როგორ შესკუპით მაგ ჯიპებზე, ისე ჩამოგასკუპეთ... ასევე მინდა „ნაციონალურ მოძრაობას“ მივმართო, თქვენი ბოდვით შეპყრობილი შიზოფრენიკი დააოკეთ იქ.. ან იქეცით კანონის პატივისმცემელი პარტია, ან გაეცალეთ ამ ქვეყანას, თორემ თქვენ ხართ მისი აღმგზნებები“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






