რუსთავი2-ის მენეჯმენტის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროპის სახალხო პარტია ეხმაურება.
გაერთიანების პრეზიდენტის, იოზეფ დაულის, ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ევროპის სახალხო პარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქრთველოში დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო.
"საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმის გზისკენ მიდის. დემოკრატია არაა, როდესაც შეზღუდულია მედიის თავისუფლება და ხდება ტელეკომპანიების უკანონოდ დაკავება. დამოუკიდებელი და პლურალისტური მედია არის ფუნდამენტური ევროპული უფლება, რომელიც აუცილებელია გამჭვირვალე და თავისუფალ საზოგადოებაში. სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების გარანტს, არამედ ინარჩუნებს ხელისუფლებას ანგარიშვალდებულად“- ნათქვამია განცხადეაბაში.
განცხადების თანახმად, შერჩევითი სამართალი ემსახურება მთავრობის ინტერესებს და გამოწვევის წინაშე აყენებს საქართველოს მომავალსა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას.

მასალის გამოყენების პირობები






