სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის, მაგრამ, მორალის თავისუფლება ბევრს დეფიციტში აქვს - კალაძე
პოლიტიკა - 10:17, 07 Nov, 2015     1382

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოში ბოლო 25 წელია პოლიტიკური მორალი არ იცვლება.

როგორც კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ყველა სათავისოდ ცდილობს გამოიყენოს საზოგადოებისთვის საინტერესო ნებისმიერი თემა.

"ვიღაცას ეწერა 25 წელია წრეზე ვტრიალებთო - მე დავამატებდი 25 წელია პოლიტიკური მორალი არ იცვლება ქვეყანაში, ყველა სათავისოდ ცდილობს გამოიყენოს საზოგადოებისთვის საინტერესო ნებისმიერი თემა და ისტერიულად იწყება პოლიტიკური ქულების დაგროვების არაჯანსაღი შეჯიბრი.

ვეკითხები მოსახლეობას, მაყურებელს, კოალიციის წევრებს, საქართველოს გულშემატკივრებს - სად დაირღვა სიტყვის თავისუფლება, სად ჩაერია ხელისუფლება რომელიმე ინსტიტუტის დამოუკიდებელ მუშაობაში?. . .

თუნდაც ის განცხადებები, რომელიც დღეს ვრცელდება - მიუხედავად ავტორებისა, შინაარსისა თუ ფორმისა, არის თუ არა დემოკრატიის თვალსაჩინოება?

დიახ, სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის! მაგრამ, მორალის თავისუფლება სამწუხაროდ ბევრს დეფიციტში აქვს!

რაც შეეხება დავას არხის მფლობელებს შორის - დააცადეთ პროცესს, მივიდეს თავის ლოგიკურ სამართლებრივ დასასრულამდე! სირცხვილი მტერსაც და ვითომ მოყვარესაც, რომ ქვეყნის იმიჯს აყენებს ჩრდილს თავისი პირადი ინტერესების და მიზნების გამო. სირცხვილი ჩვენ, რომ ჯერ თავისუფლება მოვიპოვეთ და მერე დავიწყეთ ყვირილი, დიქტატურის ძიება. დღევანდელ დღეს იმ დროს ვადარებთ, როცა სიტყვაც და ნებაც იზღუდებოდა.

იმედს ვიტოვებ ქვეყნის ინტერესები ერთხელ მაინც იქნება გამაერთიანებელი და საერთო მიზანი თითოეული ჩვენგანისთვის. ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა უნდა იყოს ყველა შეგნებული პოლიტიკოსი, მედიის წარმომადგენლის და მოქალაქის პრიორიტეტი”, - აცხადებს კალაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42