ტელეკომპანიასთან დაკავშირებით განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა აღნიშნა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს მიმდინარე მოვლენების გამო და აცხადებს, რომ ,,რუსთავი 2-ის მენეჯმენტის ცვლილებას ღრმა პოლიტიკური შედეგი ექნება“.
,,საქართველოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელია ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამრთლოსა და თავისუფალი მედიის არსებობა“.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის თქმით, ვაშინგტონის ოფიციალური პოზიცია ამერიკის ელჩმა ქართულ მხარეს როგორც პირადი შეხვედრებისას, ისე საჯაროდაც უკვე გააცნო.
"შეერთებული შტატები სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს რუსთავი 2-ის საქმის შედეგები გამო, მედიისა და პოლიტიკურ პლურალიზმზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ტელეარხის მენეჯმენტის შეცვლის მცდელობას სააპელაციო პროცესის დასრულებამდე ექნება ღრმა პოლიტიკური შედეგი. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკული აზრი უნდა წაახალისო და არა გააჩუმო. როგორც არაერთხელ განვაცხადეთ ამ საქმესთან დაკავშირებით, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და დამოუკიკდებელი სასამართლო დემოკრატიის მთავარი ფუნდამენტია და მას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს წარმატებულ, ევროატლანტიკური იტეგრაციისთვის. შეერთებული შტატების პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიაზეც აღვნშნეთ და ამის შესახებ ჩვენმა ელჩმაც გაუგზავნა მესიჯი ქართულ მხარეს პირადად და საჯაროდაც. არ მინდა წინასწარ გავაკეთოთ პროგნოზი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ გვსურს, პოზიტიური შედეგი დავინახოთ საქართველოს ლიდერებთან ერთად. თუ ეს არ მოხდება, ნიშნავს, რომ წინ ვერ წავიწიეთ. გვსურს გაუმჯობესდეს ვითარება, ვიდრე ეს დღესაა,"- ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






