სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი - პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე წერს. სასულიერო პირის შეფასებით რუსეთი საქართველოს არა მარტო ტერიტორიებს ართმევს, არამედ იდეოლოგიურად ებრძვის და რელიგიის ახალ სისტემას აყალიბებს რომელიც სათანადოდ გაამართლებს იმპერიალისტურ ინტერესებს:
„პატივს ვცემ რუს ხალხს, კულტურას, ლიტერატურას, ხელოვნებას, ეკლესიას, მაგრამ არც ერთი წამი არ მახსენდება, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ... არც ილუზია მყოფნის, ყველაზე ტკბილ ოცნებაშიც რომ წარმოვიდგინო ჩრდილოეთთან მეგობრული ურთიერთობა... როგორც მეზობლობას, ისე სარწმუნოებასაც კოლონიური პოლიტიკის გასატარებლად იყენებდა. ვერაფრით ვერ ავუვლი გვერდს აფხაზეთში დამპყრობლის მიერ ჩადენილ ვანდალურ საქციელს ქართული ფრესკების და წარწერების მიმართ, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ პოლიტიკურ მიზნებზე... ის არა მხოლოდ ტერიტორიებს იპყრობს, არამედ გვებრძვის იდეოლოგიურად და რელიგიის ახალ სისტემას აყალიბებს, რომელიც სათანადოდ გაამართლებს იმპერიალისტურ ინტერესებს... ამახინჯებს არამარტო ეროვნულობას, სარწმუნოებასაც აპატიმრებს... ერთმორწმუნე რუსეთმა უფრო დაგვაზარალა, ვიდრე ურწმუნო ყიზილბაშურმა სახელმწიფომ...“- წერს პეტრე კოლხი.
მასალის გამოყენების პირობები






