,,ბედნიერია როგორც ბავშვი, რომელმაც საბოლოოდ იპოვა საყვარელი სათამაშო“ - le monde სააკაშვილს სტატიას უძღვნის
პოლიტიკა - 22:03, 06 Nov, 2015     9010
le monde მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში რომლის ავტორიც ბენუა ვიტკინია საუბარი სააკაშვილის უკრაინაში მოღვაწეობაზეა.

„როდესაც ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, მან გაბედა გამოწვევა გაეგზავნა ვლადიმერ პუტინისთვის. სავარძლის დაკარგვის შემდეგ ის უკრაინელი გახდა. დღეს ოდესის გუბერნატორია, ქალაქის, რომელსაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში სტატეგიული მნიშვნელოვა ენიჭება. ის აქ თავის მეთოდებით მუშაობს: დაუოკებელი და კასკადური რეფორმები. ის დათვისებური ხელის კვრით იშორებს მათ, ვისაც მისი წინსვლის შეჩერება უნდა. ბედნიერია, როგორც ბავშვი, რომელმაც საბოლოოდ იპოვა თავისი საყვარელი სათამაშო. იმ დღეს , ოდესის ოპერის ბაროკოს ჭაღებით მორთულ დარბაზში მიხეილ სააკაშვილი დონბასიდან დაბრუნებული ჯარისკაცების დასაჯილდოვებლად მივიდა. როცა ის რიგებს შორის სახელმწიფო მეთაურის უცვლელი იერით მოძრაობდა, მას ვიდეოკამერების გუნდი ისევე დაყვებოდა როგორც ადრე.

უკვე ორი წელია მიხეილ სააკაშვილი აღარ არის ცეცხლოვანი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს 2003 დან 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამ გზაზე იყო რადიკალური რეფორმები და რუსეთთან კონფლიქტი.“ წერს ვიტკინი და მიხეილ სააკაშვილს ენერგიულობით ნიკოლა სარკოზის ადარებს.

მიხეილ სააკაშვილი ჟურნალისტს მისი უკრაინაში კარიერის დაწყების გადაწყვეტილებაზეც ესაუბრება და აღნიშნავს, რომ მისი ცხოვრება მაიდანმა იხსნა.

„მაიდანმა გადამარჩინა“- აცხადებს ის. მან თავისი ნიუ-იორკული თავშესაფარი 2013 წელს ცუდი მოგონებებით დატოვა „მე ვიყავი ჩვეულებრივი ტიპი, ვატარებდი დროს კაფეებში , რესტორნებში... მაგრამ ეს არ იყო საინტერესო. ვცადე მემუარების დაწერა, მაგრამ ამანაც არ დამაინტერესა. 3-4 კვირის განმავლობაში უილამსბურგში ჰიპსტერივით ვცხოვრობდი, წვერი მოვუშვი. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი პერიოდი იყო“

პეტრო პოროშენკომ მას ვიცეპრემიერის პოსტი შესთავაზა, მაგრამ სააკაშვილმა მას შეთავაზებაზე უარი თქვა და პოროშენკოს თხოვა შავი ზღვის სანაპიროზე გაეშვა.

„საკითხი სცილდება ამ ქალაქს და ამ რეგიონს - აცხადებს ის. ეს არის შესაძლებლობა ანახო მთელ უკრაინას და პოსტსაბჭოთა სივრცეს, რომ ცვლილება შესაძლებელია. ოდესა არის ქალაქი რომელთანაც რუსები თავის იდენტიფიცირებას ახდენენ, თავისად მიიჩნევემ. ყოველ კვირას 1,5 მილიონი რუსი სტუმრობს ჩემს ფეისბუკს... თუ ჩვენ აქ გამოგვივა, ეს იქნება კატასტროფა პუტინისთვის“

სააკაშვილისთვის კრემლთან ბრძოლა უცხო არ არის. საქართველოში მან ცივილიზაციური ომი წამოიწყო საბჭოთა მოდელს. პოსტრევოლუციურ უკრაინაშიც ამას ებრძვის."

ავტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილი უჩვეულოდ ფრთხილია, როდესაც მომავალზე საუბრობს. "ის აღიარებს, რომ გარკვეულწილად იმედგაცრუებულია უკრაინის საზოგადოებაში არსებული ბარიერებით. ასევე არის საქართველო, რომელზეც ის სიამაყით და ნოსტალგიით ლაპარაკობს. სააკაშვილი მხოლოდ 47 წლისაა. რა თქმა უნდა ის ტრიუმფალურ დაბრუნებაზე ოცნებობს. თუმცა დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ეს არ დაუშვას. ბოლო შეტევა 30 ოქტომბერს იყო, როდესაც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურების დაწყებაზე განაცხადა. ეს მძიმე დარტყმა იყო მიხეილ სააკაშვილისთვის, მიუხედავად იმ თვითდარწმუნებისა, რომ წარმატების მიღწევა ოდესაში სურს." ავტორის აზრით საქართველოს მესამე პრეზიდენტში იმედგაცრუების ნაწილაკები შეამჩნია, როდესაც ის საქართველოს და უკრაინას ადარებდა ერთმანეთს „იქ სასწაულებს ვაკეთებდით, ყველაფერი შესაძლებელი იყო... აქ... ბევრი რამე არ არის შესაძლებელი“






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42