"საშიშროების წინაშე დგება ჩვენი სახელმწიფოს საძირკველი" - "დიპლომატთა კლუბის" განცხადება "რუსთავი 2"-ზე
პოლიტიკა - 21:13, 06 Nov, 2015     1947

საქართველოს დიპლომატთა კლუბი „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

ამის შესახებ დიპლომატთა კლუბის მიერ გავრცელებლ განცხადებაშია ნათქვამი.

„სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის, მედია პლურალიზმისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად გამოყენებამ, უაღრესად ნეგატიური შედეგები შეიძლება მოუტანოს საქართველოს პერსპექტივას, ააშენოს ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებული იქნება კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და პლურალისტურ დემოკრატიაზე. საქართველოს კონსტიტუციის და ჩვენს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების უხეში დარღვევა, უგულებელყოფა ხელისუფლებების გამიჯვნის პრინციპისა, რომელსაც ეფუძვნება ჩვენი ქვეყანა, უეჭველად ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და საშიშროებას შეუქმნის ჩვენს ადგილს დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, მით უფრო, რომ ყოველივე ზემოხსენებულზე პასუხისმგებელია საქართველოს ხელისუფლება. საშიშროების წინაშე დგება თვით ჩვენი სახელმწიფოს საძირკველი, ყველაფერი ის პოზიტიური, რისთვისაც მიგვიღწევია.

ყველა პოლიტიკურმა ძალამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რათა დაუყოვნებლივ შევაჩეროთ ეს კარგად ორკესტრირებული მოქმედებები, რომლებსაც მივყავვართ ქაოსისკენ და შეიძლება გადაგვახვევინოს ევროპული მომავლის გზიდან.

როგორც დიპლომატები და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის და მისი კეთილდღეობის დასაცავად.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს კოლეგებს, მოქმედ დიპლომატებს გათავისებული აქვთ, თუ რამდენად სერიოზულია ვითარება და რომ ისინი საკუთარ მოვალეობას შეასრულებენ საქართველოს კონსტიტუციის, დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესატყვისად, პროფესიონალიზმის და სამშობლოსათვის თავდადების პრინციპებზე დაყრდნობით“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42