საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის დეპუტატების განცხადებას ეხმაურება, სადაც საუბარია იმაზე, რომ გიორგი პაპუაშვილის უწყებამ დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა ფარულად შეაჩერა.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილების მალულად მიღებაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, უპასუხოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და რამდენიმე სხვა მაღალი თანამდებობის პირის განცხადებებს, რომლებიც ფაქტობრივად მცდარ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ეფუძნებოდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ საოქმო ჩანაწერი საქმეზე "შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2" და "შპს ტელეკომპანია საქართველო" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", მიიღო 2015 წლის 2 ნოემბერს დღის 12:00 საათზე. ამის თაობაზე სასამართლომ მხარეები გააფრთხილა საოქმო ჩანაწერის გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე. ამასთან, მსგავსად ყველა სხვა გადაწყვეტილებისა, აღნიშნული საოქმო ჩანაწერი გამოცხადდა საჯაროდ, მოპასუხის წარმომადგენლის და არაერთი მედიასაშუალების თანდასწრებით. შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია გადაწყვეტილების მალულად მიღებაზე საუბარი. გაუგებარია, როგორ შეიძლება კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მიღებული გადაწყვეტილება (რასაც თავად უმრავლესობის წარმომადგენლებიც ადასტურებენ) ჩაითვალოს მალულად მიღებულად.
როგორც არაერთგზის აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი (განმწესრიგებელი სხდომა), როგორც წესი, წყდება ზეპირი მოსმენის გარეშე. სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შესახებ გადაწყვეტილებების უმრავლესობა სასამართლომ განიხილა სწორედ ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, განმწესრიგებელი სხდომა ტარდება ზეპირი მოსმენით მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა არგუმენტების მოსმენა აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, სასამართლოს არაერთი საქმის არსებითად განსახილველად მიღება/არმიღების საკითხი გადაუწყვეტია ზეპირი მოსმენის გარეშე, როდესაც მხარე ითხოვდა სადავო ნორმის შეჩერებას.
სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მოთხოვნა არ არის არც საკანონმდებლო და არც პრაქტიკით დამკვიდრებული საფუძველი საქმის ზეპირი მოსმენით ჩატარებისთვის, არამედ კანონიც და პრაქტიკაც ერთ კრიტერიუმს ეფუძნება - ზეპირი მოსმენით ნორმის შეჩერების საკითხი განიხილება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლოს აქვს კითხვები მხარესთან ამ საკითხის გადასაწყვეტად.
N675 კონსტიტუციურ სარჩელზე, ვინაიდან მასში ნათლად და არაორაზროვანდ იყო მითითებული ყველა ის საკითხი, რისი გამორკვევაც აუცილებელია საქმის არსებითად განსახილველად მიღებისათვის და, ამასთან, სასამართლოს ჰქონდა პასუხი სადავო ნორმის შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად მისთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დაინახა განმწესრიგებელი სხდომის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა.
ერთი მხრივ, აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების ნაწილმა საჯაროდ დააფიქსირა პატივისცემა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, განურჩევლად იმისა, იზიარებენ თუ არა მის შინაარსს, რაც მათ სათანადო პოლიტიკურ და სამართლებრივ კულტურაზე მიუთითებს. თუმცა, იმავდროულად, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს, თავი შეიკავონ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და საქმის თავისებურებებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველას, შესაძლებლობა მისცენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, პირუთვნელად განახორციელოს კონსტიტუციით მასზე დაკისრებული ფუნქცია, ვალდებულებები, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის, მთლიანად ხელისუფლების და საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის.
იმავდროულად, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსულია "შპს ტელეკომპანია "რუსთავი-2-ის" ორი კონსტიტუციური სარჩელი, ამასთან, 6 ნოემბერს შემოვიდა შპს "ტელეკომპანია საქართველოს" კონსტიტუციური სარჩელი. თითოეულ მათგანს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს კანონით დადგენილ ვადებში და წესით. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ განცხადებებისგან და ქმედებებისგან, რომლებიც ახდენენ პროვოცირებას, საკონსტიტუციო სასამართლო აღქმული იქნეს პოლიტიკური პროცესის მონაწილედ", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა