300-ზე მეტი მეჩეთია საქართველოში, ამიტომ ალბათ აზერბაიჯანში ქრისტიანებიც უნდა დაგვეწიონ- პატრიარქი
პოლიტიკა - 19:08, 06 Nov, 2015     5481

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უმასპინძლა. ილჰამ ალიევისა და ილია მეორის შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა, საუბარი სხვადასხვა საკითხს შეეხო, მათ შორის აზერბაიჯანში ქართველი ეპისკოპოსის მსახურებისა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხებს. ილია მეორემ ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა, მისი თქმით ურთიერთობები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სხვებისთვის მაგალითია. პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ მას ახლო ურთიერთობები ჰქონდა ილჰამ ალიევის მამასთან.

„მთელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, წმინდა სინოდის და ჩემი სახელით მინდა მოგესალმოთ. ჩვენი ურთიერთობები დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, მე ძალიან მჭიდრო კავშირები მქონდა თქვენს მამასთან. მახსოვს თქვენი სითბო და სტუმართმოყვარეობა. ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის მაგალითია სხვებისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კავკასიაში მშვიდობა შევინარჩუნოთ. ჩვენს რელიგიებს შორის ურთიერთობაც ძალიან კარგია. მუსლიმები ჩვენთან კარგად ცხოვრობენ, ყოველ შემთხვევაში, იმაზე უარესად არა, ვიდრე თქვენთან. უნდა ვთქვა, რომ 300-ზე მეტი მეჩეთია საქართველოში, ამიტომ ალბათ აზერბაიჯანში ქრისტიანებიც უნდა დაგვეწიონ. „დიდი მნიშვნელობა აქვს საგარეჯოში სამონასტრო კომპლექსს, რომლის ნაწილიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. ვფიქრობ ამ საკითხების მოგვარება შესაძლებელია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მშვიდობა იყოს კავკასიაში. ვღელავთ რომ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტები ხდება აზერბაიჯანშიც და საქართველოშიც. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა იქნება აღდგენილი,“ - აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქის თქმითვე, პოზიტივის მიუხედავად, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც გადაწყვეტას მოითხოვს.

"მაგალითად, რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი ეპისკოპოსი ჰყავს აზერბაიჯანში, კარგი იქნებოდა, საქართველოსაც ჰყოლოდა".

საუბრის დროს ილია მეორემ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს იმისთვისაც, რომ აზერბაიჯანული ნავთობკომპანია „სოკარი" თავსი თავზე იღებს პასუხისმგებლობას უფასო გაზით მოამარაგოს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული რელიგიური დაწესებულებები.

"გისურვებთ დიდხანს იყოთ, დიდხანს ახაროთ არა მხოლოდ აზერბაიჯანელები, ჩვენც, მთელი კავკასიაც. პირადად დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ "სოკარის" უფასო გაზს ვიღებთ ყველა რელიგიის წარმომადგენელი. მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენი ურთიერთობები ახალ იმპულსს შეიძენს", - განაცხადა ილია მეორემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42