მოვუწოდებ მმართველ კოალიციას, ნუ ჩაიკეტებიან საკუთარ თავში და გაითავისონ პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 19:09, 06 Nov, 2015     2439

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „რუსთავი2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

სახელმწიფოს მეთაურის შეფასებით უმნიშვნელოვანესია, რომ არ გაჩნდეს კითხვები მართლმსაჯულების და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქვეყნის საგარეო და საშინაო იმიჯს დააზარალებს და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას. მარგველაშვილმა მმართველ გუნდს მოუწოდა არადიპლომატიური განცხადებებისგან თავი შეიკავოს და უფრო გახსნილი იყოს დიალოგისთვის.

„რუსთავი 2-ის“ საქმის ირგვლივ 2 კვირის წინ შექმნილი დაძაბული ვითარება საზოგადოების ყველა სეგმენტის აქტიურობით განიმუხტა. თუმცა, დღეს ისევ რთული გარემოების წინაშე აღმოვჩნდით, რაც ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და საერთაშორისო რეპუტაციას აზარალებს - ამ შეფასებებში ერთიანია საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, დიპლომატები, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, მათ შორის მმართველ კოალიციაში შემავალი სუბიექტების ნაწილიც. მივმართავ მმართველი კოალიციის წარმომადგენლებს - თავი შეიკავონ არადიპლომატიური გამონათქვამებისაგან და სიტუაციის შეფასებისას ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ ფორმალური განცხადებებით. მოვუწოდებ მმართველ კოალიციას ნუ ჩაიკეტება საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა. გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის დასაცავად. აწარმოოს დიალოგი საზოგადოებასთან და დიპლომატიურ კორპუსთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია. ჩვენ არ შევდივართ კონკრეტული სამართლებრივი დავის განხილვაში, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ განვითარებული პროცესები უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის შიდა ვითარებაზე, ასევე ჩვენს საგარეო იმიჯზე. უმნიშვნელოვანესია, რომ არავის დარჩეს კითხვები, საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და მედიის თავისუფლების ხარისხსთან დაკავშირებით. ჩვენი ვალია - უზრუნველვყოთ და დავიცვათ კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლო, სიტყვის, გამოხატვის და მედიის თავისუფლება, საკუთრების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, არჩევანის თავისუფლება. ჩვენი ვალია გავაძლიეროთ და არ დავაზარალოთ ქართული სახელმწიფო." - განაცხადა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42