"2015 წლის 5 ნოემბრის განჩინებით მოსამართლე ურთმელიძე და რაც უფრო საგანგაშოა, ზოგადად ხელისუფლება, დადგა კანონზე, ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღლა.
სახეზეა სამართლებრივი კოლაფსი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობას.
ხელისუფლებამ ყრუ კედელი აღმართა ცივილიზებული, დასავლური სამყაროს საღი და კეთილმოსურნე აზრის წინააღმდეგ, რაც პირდაპირ ნიშნავს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საბოლოო დასამარებას, ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვასა და საბოლოოდ რუსულ სივრცეში დაბრუნებას. ფაქტია, ესაა ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკა.
ხელისუფლების ამგვარმა ქმედებამ პროცესები გამოიყვანა სამართლებრივი ჩარჩოებიდან და ხელი შეუწყო ისედაც რთული ვითარების შემდგომ ესკალაციას, რაც ყველაფერთან ერთად უარყოფით გავლენას იქონიებს ქვეყნის ისედაც დამძიმებულ ეკონომიკაზე, ჩვენი მოქალაქეების სოციალურ ყოფაზე.
ქვეყანა შევიდა პოლიტიკური კრიზისის ფაზაში, საიდანაც გამოსვლა იქნება რთული და მძიმე პროცესი.
ქვეყანა დადგა მკაცრის რეალობის წინაშე. ეს ის დროა, როცა მოახლოებული კატასტროფის, ქართული სახელმწიფოს ნგრევის შესაჩერებლად საჭიროა არა ცალკეული პოლიტიკური ჯგუფის, არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ მედია საშუალების არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების საერთო ძალისხმევა," - ნათქვამია ედპ-ის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






