საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ პარლამენტის თავმჯდომარეს და,,რესპუბლიკური პარტიას“ შეხვედრას სთავაზობენ.
ამის შესახებ ფრაქციის მირ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებს მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური ბრძოლა იმდენად არის ღირებული, რამდენადაც ეს არის ბრძოლა ღირებულებებისა და პრინციპებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ პოლიტიკოსები ან პოლიტიკური პარტიები თავს არიდებენ მათ მიერვე აღიარებული და დეკლარირებული დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების დასაცავად ბრძოლას, ასეთი პოლიტიკოსები აღარ ემსახურებიან ქართველი ხალხის მისწრაფებას, იცხოვროს განვითარებულ, სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელემწიფოში.
ვიმედოვნებთ, ,,რესპუბლიკური პარტია", რომელთანაც ჩვენ ყოველთვის გვაკავშირებდა დასავლური, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებები, კვლავაც მათი ერთგული რჩება დღეს, როცა ქვეყნის ხელისუფლება ,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საუკეთესო ტრადიციებში აგრძელებს დამორჩილებული მოსამართლის ხელით, კონსტიტუციისა და სამართლის გათელვას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და უსამართლობის დაკანონებას.
მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე მივმართავთ ,,რესპუბლიკური პარტიის’’ საპარლამენტო ფრაქციას და ვთავაზობთ შეხვედრას, რათა ერთად ვიპოვოთ არსებული ვითარებიდან გამოსვლის და სიტუაციის განმუხტვის სამართლებლივი გზები“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






