"ბოლო 24 საათში განვითარებული მოვლენები ძალიან გვაღელვებს"- ნიკოლას ბერლინერი
პოლიტიკა - 17:16, 06 Nov, 2015     1991
რუსთავი2-ის შესახებ ამერიკის საელჩო კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. ამჯერად მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება ამერიკის ელჩის მოადგილემ ნიკოლას ბერლინერმა გააკეტა. მან ბოლო 1 დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება.

"არ არის საჭირო იმის თქმა, რომ შეხვედრა ეხებოდა რუსთავი 2-ის ირგვლივ შექმნილ ვითარებას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. საიდუმლო არ არის, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ელჩმა უკვე გაავრცელა განცხადება. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას, ვილაპარაკეთ მედიის თავისუფლებაზე, აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე და ზოგადად იმაზე, რომ ეს სივრცე გახსნილი უნდა დარჩეს, მითუმეტეს ახლა, როდესაც ქვეყანაში არჩევნების წელი ახლოვდება.ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ სწორად ვაქებდით ბევრ რამეს ამ ქვეყანაში, დემოკრატიული განვითარების კუთხით. სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი, ამის პოზიტიური მაგალითია.

მაგრამ ბოლო 24 საათში განვითარებული მოვლენები ძალიან გვაღელვებს. მინდა გავიმეორო, რაც ელჩმა არაერთხელ თქვა– მნიშვნელოვანია, ეს საკითხები გადაიჭრას მშვიდობიანი, დიალოგის გზით და ხალხმა სიმშვიდე შეინარჩუნოს," - აცხადებს ამერიკის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი.

ეს განცხადება ამერიკის ელჩის მოადგილემ საქართველოს საერთაშორისო გამჭვირვალობის ოფისში გააკეთა. სადაც ერთ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა შეხვედრა სამოქალაქო სექტორსა და ქვეყანაში აკრედიტირებულ დიპლომატებს შორის. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ და მოუწოდეს, რომ მკაცრი პოზიცია დააფიქსირონ რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ.


წყარო rustavi2.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42