თუ ვიწვევთ ახალგაზრდებს ჯარში, ისინი არ უნდა გვყავდეს ყარაულში - თინა ხიდაშელი
პოლიტიკა - 17:07, 06 Nov, 2015     7929


2016 წლიდან საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხი საჯარო განხილვის შედეგად უნდა გადაწყდეს. იმ შემთხვევაში, თუ გაწვევა დარჩება, თავდაცვის სამინისტრო სადისკუსიო მაგიდას სამი მთავარი საკითხით შეუერთდება.

ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


„იყო ვითარება და მოცემულობა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება გაწვევის გაუქმებაზე - აბსოლუტურად მართებული გადაწყვეტილება. გაწვევა საერთოდ გაუქმებული იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მაგრამ დააბრუნეს იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც ამ ქვეყნებს გაუჩნდათ დღეს. მე არ ვემხრობი გაწვევის დატოვებას, მაგრამ თუკი უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, თავდაცვის სამინისტროს აქვს კონკრეტული პოზიციები ამ საკითხზე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ვიწვევთ ახალგაზრდას ჯარში, მან უნდა გაიაროს სრული საწვრთნელი კურსი, რომ უპასუხოს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. საქართველოში ეს სისტემა ყოველთვის მახინჯი იყო და არასდროს პასუხობდა ჯარის რეალურ ამოცანებს. ჩვენ გვინდა, ეს შევცვალოთ. თუ რჩება გაწვევა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი აღარ იქნება ყარაულში. ისინი იქნებიან ქვეყნის სამსახურში კონსტიტუციური მოვალეობის შესრულების პროცესში, როგორც ამას ამბობს ქვეყნის კონსტიტუცია.

მეორე, თუკი საჯარო დაწესებულებები ვიღებთ ვალდებულებას, რომ თანამშრომელს, რომელსაც ჯარში იწვევენ, უნარჩუნდება სამსახური ჯარის დასრულებამდე, ეს ვალდებულება აუცილებელი პირობა უნდა იყოს ნებისმიერი დამსაქმებლისთვის.

მესამე, ეს არის ვადები. ვფიქრობ, ერთი წელი ძალიან ბევრია იმ პირობებშიც კი , თუ დავტოვებთ გაწვევას. თავისუფლად შეგვიძლია, ეს დრო გავანახევროთ და სამხედრო სამსახურის 6-თვიანი სრული საწვრთნელი კურსი შევთავაზოთ ახალგაზრდებს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42