მთავრობის ადმინისტრაციაში ალიევი-ღარიბაშვილის გაფართოებულ შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 16:02, 06 Nov, 2015     1254
მრავალწლიანი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, - ასე შეაფასეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაფართოებულ შეხვედრაზე.

“ჩვენ ცოტა ხნის წინ შევხვდით ბაქოში, ახლა ვხვდებით საქართველოში და ამით მოხარული ვარ. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ ორი ქვეყნის ურთერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლებიც დაწყებული გვაქვს“, - განაცხადა შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით აზერბაიჯანი საქართველოს უმნიშვნელოვანესიპარტნიორია და წლების განმავლობაში, სტაბილურად, საქართველოს სავაჭრო პარტნიორების უმსხვილეს სამეულში ფიგურირებს.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების დინამიკას და აღინიშნა, რომ 2012-2015 წლების მონაცემებით, აზერბაიჯანის მიერსაქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3,7-ჯერ გაიზარდა.

შეხვედრისას იმ პროექტებზეც ისაუბრეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროში ერთობლივად ახორციელებენ; მათ შორის განსაკუთრებით აღინიშნა სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოება, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი და „სოკარ ენერჯი ჯორჯია“, რომელიც საქართველოსენერგორესურსების ბაზარზე წარმატებით ფუნქციონირებს.

ასევე, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

გაფართოებული შეხვედრის შემდეგ საუბარი არაფორმალურ გარემოში, მთავრობის ადმინისტრაციის ვერანდაზე გაგრძელდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თბილისის ხედები დაათვალიერეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42