სასამართლოს განჩინება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მართლწესრიგს ეწინააღმდეგება - OSGF
პოლიტიკა - 15:57, 06 Nov, 2015     2391

ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მართლწესრიგს და ქმნის პროცესების გამწვავების საფრთხეს.

ამის შესახებ ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა დროებით მმართველებმა ჩაანაცვლეს. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მართლწესრიგს და ქმნის პროცესების გამწვავების საფრთხეს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით შეჩერდა დაუყოვნებლივი აღსრულების ინსტიტუტის მოქმედება, ქმნიდა შანსს, ტელეკომპანიასთან დაკავშირებული პროცესები დარჩენილიყო სასამართლო დარბაზში და არ გადაენაცვლა ქუჩაში. საქალაქო სასამართლოს განჩინება კი, თანმდევი ფაქტობრივი შედეგების გათვალისწინებით, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციური კონტროლის ორგანოს გადაწყვეტილების სულისკვეთებასთან, ხოლო განჩინებაში არსებული დასაბუთება ევროპული სასამართლოს პრაქტიკას არ შეესაბამება.

სასამართლოს მიღებული განჩინება, უფრო ფართო კონტექსტში, აჩენს სამართლებრივი ინსტიტუტების პოლიტიზების ძლიერ ეჭვს. მიმდინარე პროცესები სცდება არა მხოლოდ კერძო სამართლებრივი დავის ფარგლებს, არამედ გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის საკითხებს.

ამასთან, მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რაოდენ მნიშვნელოვანია "რუსთავი 2"-ის გარშემო არსებული დავა დაბრუნდეს მართლმსაჯულების სისტემაში. პროცესში ჩართულმა პირებმა - სამართლებრივი დავის მონაწილეებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, მოქალაქეებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ და, უპირველესად, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ - უნდა მიმართონ ყველა დემოკრატიულ ზომას, რომ შეინაჩუნონ სამოქალაქო მშვიდობა. ყველას უნდა გვახსოვდეს, ამგვარი ქმედებებით რა ზიანი შეიძლება მიადგეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42